ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დებუში :”მონაკო უხერხული მეტოქეა”

ჩემპიონთა ლიგა – ოცნება, რომლის რეალიზებას თითოეული იუვენტინო მაქსიმალურად ეცდება. წილისყრამაც თითქოს 1/4 ფინალში არ გვიმტყუნა და მეტოქეც სხვებისგან განსხვავებით ისეთივე მრისხანე არ ჩანს, თუმცა მატიე დებუშის თქმით არაფრის დიდებით არ შეიძლება მათი შესაძლებლობების შეუფასებლობა. დებუში არსენალის ფრანგი ნახევარმცველია, რომელსაც ამ ეტაპზე ტრავმა აქვს და ვერ ეხმარება გუნდს. მისი თქმით ის რაც მონაკოსთან დაემართათ კანონირებს იყო სრული კოშმარი..

“რის გამო დავმარცხდით? სიმართლე გითხრათ მთავარი პრობლემა მაინც კონცენტრაციის დაკარგვა იყო. რატომღაც ვფიქრობდით, რომ მეტოქეს იოლად დავჯაბნიდით და ამ დროს რა ხდება? გავდივართ სათამაშოდ და მონაკო დაცვაში უშეცდომოა, ხოლო თავდასხმაში დაუნდობელი. ის რაც ლონდონში იმ საღამოს მოხდა კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით. სამწუხაროა, რომ თავად ტრავმის გამო ვერ ვეხმარებოდი გუნდს”.

“იმედი, მაქვს შემდგომი გუნდი ჩვენს მაგალითზე სასურველ შედეგს გამოიტანს და მიხვდება, რომ ერთი შეხვედით სუსტი მეტოქე, მინდორზე ასეთი ნამდვილად არ არის. იგი არაფერს დათმობს და უმჯობესია ყურადღებით იყვნენ მათ მიმართ”.

“რჩევა იუვეს? სტუმრად ასპარეზობისას ჩემი თანამემამულეები დაცვიდან მოქმედებდნენ, ხოლო შინ როგორც თავადაც შეხედეთ ასეთი არაფერი დაფიქსირებულა და ოდნავ იღბლიანები, რომ ვყოფილიყავით დღეს შესაძლოა ჩვენ ვყოფილიყავით იტალიელების მეტოქე. მიუხედავად ყველაფრისა ვთვლი, რომ თუ იუვე ასეთივე მაღალ დონეზე ჩაატარებს მატჩს, როგორც ბორუსიასთან ან სერია ა-ში მოქმედებს, მაშინ მონაკოს არანაირი შანსი არ ექნება”.

“პერსონალური რჩევა ევრას? ვფიქრობ, ასეთ გამოცდილ ფეხბურთელს ჩემი რჩევა არ დაჭირდება. თანაც, დღევანდელი ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია ვიდეო ჩანაწერების ყურება და ანალიზის გამოტანა”.

 

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x