ალეგრი :”ფეხბურთელებს ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი გველის”
ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე, რომელიც “პარმასთან” მოახლოებულ დაპირისპირებას დაეთმო, მასიმილიანო ალეგრიმ როგორც სერია ა-ს შეხვედრაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგის ყბა დაღებულ თემაზეც ისაუბრა. თუმცა, იყო საკმაოდ ფრთხილი და წინ დახედული. მისი სიტყვებით, გუნდი არ დაიწყებს ფიქრს ევროპულ ტურნირზე მანამ სანამ არ დასრულდება პარმასთან მატჩი:
“ხვალ, მინდორზე საუკეთესო შემადგენლობა გავა. ცოტახნის წინ უკვე აღვნიშნე, რომ პარმელებთან მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნებოდა კულმინაციური მომენტი მიმდინარე სეზონში, თუმცა მხოლოდ წარმატების შემთხვევაში. საერთოდაც რობერტო დონადონი და მისი ფეხბურთელები ქების ღირსნი არიან იმის გამო, თუ რაოდენ პროფესიონალურად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას მძიმე სიტუაციის ფონზე. მომწონს მათი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი. საერთოდაც, მეტოქე კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება”.
“ვალდებულნი ვართ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, რადგან იგი კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვებს სანუკვარ მიზნამდე. ამის შემდეგ რჩება 8 მატჩი და მიზნის მიღწევა ერთი საფეხურით მარტივდება. შედეგად, შემადგენლობა როგორც უკვე გითხარით იქნება საუკეთესო და ვინც არ უნდა გამოვიდეს მოედანზე, სწორედ იგი უნდა გახდეს ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში გამორჩეული კანდიდატი გუნდის ღირსების დასაცავად”.
“ტევესი, კარგად გრძნობს თავს, ხოლო პირლო ამ მატჩში ვერ დაგვეხმარება. იგი განაგრძობს ინდივიდუალური პროგრამით მომზადებას და სამშაბათისთვის უკვე სრულ მზადყოფნაში შეხვდება დაპირისპირებას, რაც ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა. ლიხტშტაინერის მდგომარეობა ასევე ფასდება, მას ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება აქვს. ბარძალი ასევე გამოტოვებს მოახლოებულ ტურს. რვა თვიანი შესვენების შემდეგ მან 5 ინტენსიური მატჩი გამართა და ბუნებრივია, რომ ეხლა მცირედით დაისვენებს. ეს ყოველივე გამოწვეულია იმით, რომ თავიდან იქნას არიდებული უფრო სერიოზული ტრავმები. ანდრეას მდგომარეობა ხვალ ჯეროვნად შეფასდება, რის შემდეგაც გვეცოდინება ზუსტად იასპარეზებს თუ არა იგი მონაკოსთან”.
“ტევესი ფანტასტიურ ფორმაშია. რატომ უნდა დაისვენოს ისევ? ფეხბურთელები მანქანები არ არიან, რომ ჩაჯდე, დაქოქო და წახვიდე. თუმცა, როდესაც ზედიზედ რამდენიმე მატჩს ტოვებს, მაშინ რიტმში დაბრუნება პრობლემატურია. სამწვრთნელო სესიის შემდეგ გავაწვყვიტავ თუ რომელი მათგანი იასპარეზებს საწყისი წუთებიდან. კომანმა ბოლომდე დასძლია დაზიანება, რომელიც ფლორენციელებთან მატჩში მიიღო. შესაძლოა მან ყველაზე ცოტა იმუშავა სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ მისთვის ეს ეტაპი უკვე დასრულებულია. შედეგად, მსურს აღვნიშნო, რომ ფრანგს აწი უფრო მეტი დრო მიეცემა თავის გამოსაჩენად. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფრანგი შესძლებს იმ მახასიათებლების კარგად წარმოჩენას, რომელიც ყოველმა ჩვენთანაგმა ისედაც იცის. მატრი? მოგვიანებით გადავწყვიტავ. დიდი ხანია, არ უთამაშია და ამიტომ მომიწევს ალესანდროს კონდიციების კარგად შესწავლა. შესვენების შემდეგ კი ასე ინტენსიურად ასპარეზობა ადვილი არ არის, როგორც ფიზიკური ისე მორალური კუთხითაც. ლორენტე არცთუ ცუდად გამოიყურებოდა ემპოლისთან, ხოლო მორატას გამო სინანულის მომენტი გვაქვს ნახევარფინალში მიღებული წითელი ბარათის გამო. ერთი სიტყვით, შემადგენლობაზე საღამოს ჩამოვყალიბდები”.
“წარმატება სამივე ფრონტზე? უმჯობესია კონცენტრაცია და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რადგან ეხლა ყველაზე ადვილია შეცდომის დაშვება და კრახის განცდა. ჩემი აზრით, ფეხბურთელები მშვენიერ სეზონს ატარებენ და გვაქვს ის ყოველივე რითიც ჩვეულებრივი შეგვიძლია ვაქციოთ არაჩვეულებრივად, მაგრამ ეს ადვილი არ არის”.
“ერთადერთი რაც გამაღიზიანებს, არის ის რომ ვიღაცა რაიმე ტიტულს არაფრის მომცემად ჩათვლის. ზედიზედ მოპოვებული მეოთხე სკუდეტო იქნება ფანტასტიური მიზანი. იტალიის თასის ფინალში გასვლა, იყო სხვა მიზანი, ხოლო ჩემპიონთა ლიგა როგორც აქამდე ეხლაც ოცნებაა. იქ მოგება საოცრად რთულია. აქ ხომ სპეციალურად შექმნილი ტოპ-გუნდები ასპარეზობენ, რომლებიც ისწრაფვიან თასისთვის. ჩვენ კი არ უნდა ვფიქრობდეთ მოგებაზე, უბრალოდ ორიენტირებულნი ვიყოთ თითოეულ მატჩზე, რომელიც იქნება ერთი-მეორეს მომდევნო. წარმატება, სწორედ ასე მიიღწევა. ნებისმიერ შემთხვევაში მონაკოზე ფიქრს არ დავიწყებთ ზეგამდე”.
“არ შეიძლება მიდიოდე პარმასთან სათამაშოდ და თავი გამარჯვებული გეგონოს. ყველა შეხვედრა იწყება 0-0-იდან და მხოლოდ შენს ხელშია თუ რა ბედი მოელის. გვესმის და ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას, რადგან შემდეგ გვიწევს დაპირისპირება ლაციოსთან და სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონთან. გარწმუნებთ, ბიჭებს მშვენივრად აქვთ გათავისებული მატჩის მნიშვნელობა. ისინი მეტად დაბრძენდნენ და ეს მატჩის მიმდინარეობისას კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მონაკოსთან მომზადებას. მესმის გულშემატკივრების ნერვიულობა, მათი განცდები, მაგრამ მუდმივ ნერვიულობაში ცხოვრება არცთუ ისე კარგია. ეს არ მოგიტანს ბედნიერებას და პოზიტივს. მოგვიწევს ამ ემოციებთან გამკლავება და უბრალოდ, მშვიდ ტემპში მზადება თითოეული შეხვედრისთვის. ნაკლებად მგონია, რომ სეზონის წინ ბევრი თუ იფიქრებდა, რომ სერია ა-ს ასეთი ქულათა სხვაობით ჩავუდგებოდით სათავეში, გავიდოდით იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ოპტიმისტურად შევხვდებოდით 1/4 ფინალურ სტადიაზე”.
წყარო: Football-Italia
პარმასთან უეჭველი უნდა ავიღოთ 3 ქულა
ძალიან რთული პერიოდი იწყება…მაგრამ ალეგრის მშვიდი განწყობა და საქმისადმი თანმიმდევრული მიდგომა..ამას დამატებული ბიჭების კარგი განწყობა-ფორმა მეც მამშვიდებს..ფორცა ჩვენო ქალბატონო…
როგორი მრავალფეროვანი იუვენტინოები ვართ. მეამაყება
ყველაზე რთული პერიოდი ეხლა არის და საჭიროა თითოეული მოთამაშე ამ რთულ მატჩებისთვის 110 პროცენტით იყოს მზად
აპრილი არის ყველაზე რთული თვე ამ სეზონში
პარმა – იუვე სერია – ა
იუვე – მონაკო ლიგა
იუვე – ლაციო სერია – ა
მონაკო – იუვე ლიგა
ტორინო – იუვე სერია – ა
იუვე – ფიორენტინა სერია – ა
მაისი
სამპდორია – იუვე სერია – ა
იუვე – კალიარი სერია – ა
ინტერი – იუვე სერია – ა
იუვე – ნაპოლი სერია – ა
ვერონა – იუვე სერია – ა
ამათ ემატება ლიგის ნახევარ ფინალები
ძალიან დიდი ბრძოლები გვაქვს გადასატანი.
ხო სწორს იძახის რამოდენიმე მატჩის გამოტოვება ფორმიდან აგდებს ფეხბურთელს ნუ 1 თამაში თუ დაასვენა არაფერი დაშავდება ხანდახან კი არი საჭირო.ლიხტას და ევრას გადაბმულად ძაან ბევრი თამაში მოუწიათ ასამოასა და კასერესის არ ყოფნის გამო.