მორიგი ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი ნანსიდან
მაროტა და პარატიჩი განაგრძობენ გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვას. მასმედიის წარმომადგენლების მტკიცებით, ტურინელთა დუეტის მორიგი ნიჭიერი ფეხბურთელი გახდება ნანსის აღზრდილი კლემან ლენგელტი. პოზიციურად იგი გახლავთ მცველი და როგორც საფეხბურთო გარემოცვაში აცხადებენ, გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოებული. 19 წლის ფეხბურთელმა ორი დღე დაჰყო ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე და დაესწრო ტურინელთა მატჩს “ემპოლის” წინააღმდეგ. სხვათაშორის ნანსის აღზრდილმა მოთამაშემ (მიშელ პლატინი) იუვეში უკვე დაწერა საკუთარი ისტორია.. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ერთად შევხედავთ რამდენად წარმატებული იქნება ლენგელტის კარიერა.
წყარო: tuttosport
ვნახოთ აბა როგორც წესი ფრანგებს ფეხბურთელის უაზროდ გაპიარება არ ჩვევიათ იმედია მეორე ბლანი დადგება
:lol:
:lol::lol: