ფეხბურთელების შეფასებები
სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებები პარმასთან გამართული მატჩის შემდეგ. ეს ალბათ ყველაზე დაბალი და ცუდი ქულებია, რომლებიც დაუმსახურებიათ ტურინელებს მიმდინარე სეზონში:
სტორარი – 6 – მაურის გოლში მისი ბრალეულობა 0-ის ტოლია.
ლიხტშტაინერი – 5 – იშვიათი გამონათება მეტოქის ნახევარზე ფაქტიურად არაფრით მთავრდება.
ოგბონა – 5.5 – ჩვეული ელეგანტურობა თან ახლავს, მაგრამ სრულად ვერ კეტავს ბელფოდილს და გეზელს.
კიელინი – 6 – საკუთარ თავს ატყუებს სიზუსტეში, მაგრამ თანაგუნდელებიდან ყველაზე კონცენტრირებულია.
პადოინი – 5 – პერეირასთან ერთად აგვიანებს ხელის შეშლას გაშვებული გოლის დროს. საოცარია, მაგრამ იგი ჩვეული სტაბილურობით არ გამოირჩეოდა.
ვიდალი – 4 – ამ შეხვედრაში ერთ-ერთი რამ იყო ცხადი – მისი არყოფნა!
მარკიზიო – 5.5 – მატჩის საწყის წუთებში კონცენტრირებული იყო, მაგრამ ეტაპობრივად თმობს პოზიციას და საბოლოო ჯამში იუვე კარგავს რგოლებს შორის დამაკავშირებელ ფიგურას.
სტურარო – 5 – სტანდარტულად სავსეა ენერგიით და კარგი იქნებოდა ხარისხი რომ მიემატებინა.
პეპე – 5 (77 წუთიდან) – მოლოდინიდან გამომდინარე, დიდად არ დახმარებიან თავდასხმას.
პერეირა – 5.5 – ავიწყდება მაურის აყვანა გატანილი გოლის დროს. ამ ეპიზოდამდე საუკეთესო იყო იუვეს რიგებში.
მორატა – 5 72 წუთიდან – ფლორენციელებთან შეხვედრაში გატანილმა გოლმა მის გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუტანა, ხოლო პარმელებთან იგივეს განმეორება ვეღარ მოახერხა.
ლორენტე – 4 – ფორვარდისთვის ელემენტარულ სიტუაციებშიც კი ცდებოდა. ვერ ახერხებს ბურთის მცირედით შენარჩუნებას, რითიც გუნდს მისცემდა მეტოქეზე ზეწოლის საშუალებას.
კომანი – 5 – მატჩს პირველივე წუთებიდან სასტარტოში იწყებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერ ღირებულს ვერ აჩვენებს.
ვიტალი – შეფასების გარეშე – დებიუტი იუვეს რიგებში, მაინც და მაინც ამ უსახურ მატჩში შედგა.
ალეგრი – 5
წყარო: La Stampa
თამაშზე არ მიყურებია მარა კონტე ასეთ პარმასთან არასდროს არ წააგებდა
ნორდშელანთან ფრეს ხო გააგორებდა?
კი