ბუფონი :”არ ვაპირებ კარიერის დასრულებას”
ბუფონი არ აპირებს საფეხბურთო კარიერის დასრულებას და მისი გუშინდელი თამაშის შემხედვარე არც ვინმეს გასჩენია საპირისპირო აზრი. ჯიჯიმ არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა:”საწყის 20 წუთში საკუთარ თავს დიდი თავისტიკივილი შევძინეთ. სამი-ოთხი საკმაოდ ცუდი გადაცემა გავაკეთეთ, რამაც მეტოქის მხრიდან მწვავე კონტრიერიში გამოიწვია. კარიერა? ხალხი მეუბნებოდა, რომ 37,38 და 39 წლისა ვერ შევძლებდი ჩვეულ რითმში ასპარეზობას. თუმცა, ჩემი აზრით საქმეს მაშინ უნდა შეეშვა, როდესაც იგრძნობ რომ უკვე აღარ გავხარ საკუთარ თავს. შესაბამისად არ მიმაჩნია, რომ ეს ის პერიოდია. როდესაც ასეთ კარგ ფორმაში ვიმყოფები, რატომ უნდა დავასრულო კარიერა? ეს დანაშაული იქნება! ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ რაც უფრო გემატება წლები, მით უფრო მეტის დამტკიცება გიხდება”.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
Zogsdad iuves cudi tamashi ganapiroba pirlos sustma tamadhma bevri burti daksrga rasac moyva monakos ierishebi. Formis agdgena unda andreas mere alpebidan gamoeqanos monako
და ესეთ მეტოქესთან, ესეთ თამაშია კაკრაზ პოგბა საჭირო. როგორ გვაკლდა მასტი გუშინ (
პერეირაც გადამწვარს ჰგავდა, არანაირი სპრინტი და რამე იდეა.. ლაციოსთან ჯობია ეგ დაასვენოს.
სხვათაშორის ევრა იყო კარგი, ანუ მთელი თამაში საკაიფოდ უბერავდა. ჩაჭრებზეც, ართმევაზეც, შეტევაშიც მიდიოდა.. უბრალოდ ნუ ხო ასაკი თავისას შვება და ვეღარ დაფრინავს. ლიხტა კიდევ.. მაგას კონკურენტი ესაჭიროება აუცილებლად თორე მოტივაციას კარგავს თუ კიდია მასტს ვერ გაიგებ
ევრა ზოგადად კლასნია და გამოცდილი და ამ ბოლოს კარგად შეეთამაშდა უფრო გუნდთან… უბრალოდ პოზიცია აქვს ისეთი, რომ მთელი ფლანგზე უნდა ირბინოს წინაც და უკანაც და ასაკი ხელს უშლის ცოტას…
ეგრეა 100%
ვეჭვობ ამ სატრანსფერო პერიოდში უფრო დიდ ყურადღებას არა წინა ხაზს, არამედ ფლანგებს დაუთმობენ.
დიდი ვერაფერი გუნდი ვერაა მონაკო შეტავაში, დაცვაში თამაშობენ ორგანიზებულად და ამას რაოდენობის ხარჯზე აღწევენ… შეტევაში ამათი პლიუსი იყო ია რომ წინა ხაზი საკმაოდ სწრაფად გადადიოდა წინ, რაც ქმნიდა უხერხულ მომენტებს… პირდაპირ ეთერში გამოჩნდა ეგ თამაში ნერვიულობის ფონზე მძიმე, რომ გოლის გაშვება არ გვინდოდა, თორე უყურეთ განმეორებით მშვიდად და ნახავთ, რომ პირველი ტაიმის რამდენიმე წუთიანი მონაკვეთის გარდა, ფაქტიურად მარტო იუვე თამაშობდა… ისე გავცდებით მონაკოს, რომ გოლს ვერ გაგვიტანენ, რა თქმა უნდა თუ ისეთი რამე არ მოხდება, რომ კიელინი დაეცემა და როისივით ერთი ერთზე დარჩება ვინმე ბუფონთან, ან კასერესისნაირად კრისტიანო რონანალდოს რო უპასა,ისე არ უპასებს არავინ მონაკოელს და ან თოვლბურთი არ დაგხვდება… Read more »
ამასთან, მონაკოში აუცილებლად უნდა ითამაშონ 3-5-2, იმიტომ რომ ბონუჩის ცენტრი გაცილებით საიმედოა კიელინი ბარძალის შუაში, + ევრას ასაკის გათვალისწინებით და ლიხტას დიდი ვერაფერობით, რთულია მთელი ფლანგის კონტროლი წინ და უკან, რაც კარგად გამოჩნდა გუშინ. თუ უკან იყვნენ, წინ წასვლას ვერ ასწრებდნენ, თუ წინ იყვნენ უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ… ლიხტაც და ევრაც გაცილებით კარგები არიან 3-5-2-ში ვიდრე 4 მცველიან სისტემაში…
პს. პირლომ აუცილებლად უნდა ითამაშოს ლაციოსთან, რომ აღიდგინოს კონდიციები და გუნდს ხელახლა შეეჩვიოს 45 დღიანი პაუზის მერე…
ეგ მეც ვთქვი პირლო უეჭველი უნდა იყოს ლაციოსთან. მონაკოს თამაში მაგრად წაუვიდა ასე ყოველ მატჩში რო წაუვიდეს თამაში გუნდს მაშინ გრანდი ყოფილა და ეგაა რუსი კომენტატორი გაგიჟდა იმდენი ბურთი აგვახიეს სუფთაზე ყველანი პაოლო მალდინები ნესტა და კანავარო იყო
ეს თამაში არ გაგონებთ იუვე ატლეტიკო 0-0-ს? კარში თუ ურტყამდნენ იყო საკმაოდ სახიფათო.