ტევესი და “იუვენტუსი”.. გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფნი
ბიანკონერის არგენტინელ ფორვარდს, არასოდეს დაუმალავს, რომ კარიერის დასრულება ბოკა ხუნიორსში სურს. ბუნებრივია მისი თამაშიდან გამომდინარე, ტურინულ ტიფოზერიას არ სურს ტევესის გაშვება. კარლიტოს გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება, მაგრამ ბოლო პერიოდში სიტუაცია ისეთი სცენარით ვითარდება, რომ არავინ იცის დარჩება თუ არა იგი ამდენი ხნით. თავდაპირველად იყო სურვილი მისი 2016 წლის შემდეგაც დატოვების, ეხლა კიდევ გაურკვეველია დატოვებს თუ არა იგი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს. არა ერთხელ აღნიშნა ორივე მხარემ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და ეს რა თქმა უნდა კარგია. თუმცა, საუბარი კონტრაქტის გაწყვეტაზე სცდება გაგებას “პატივისცემას”. თუ ვინმეს მისი ხილვა სურს, მაშინ 7 მილიონთან ახლოს მდგარი ციფრის გადახდა მოუწევს.. ეს ინფორმაცია კულუარებიდან გახდა ცნობილი. ბოკას პრეზიდენტი კი იმდენად ძუნწი ჩანს, რომ არ აპირებს კონტრაქტის ამოწურვამდე რაიმეს განხორციელებას :“არ მინდა გულშემატკივარს ილუზიები შევუქმნა. დიახ, ნამდვილად მინდა კარლოსის რაც შეიძლება მალე წამოყვანა, მაგრამ 2016 წლის ივნისამდე ეს შეუძლებელია. მათ ერთმანეთთან აკავშირებთ პროფესიონალური კონტრაქტი და ამ შემთხვევაში ვერაფერს გავხდები”..
თავის მხრივ მაროტა არ კარგავს იმედს, რომ მოახერხებს კარლიტოსის დაყოლიებს ახალ კონტრაქტზე, თუმცა ტევესი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც გახსნილი კარტებით თამაშობს. მან არა ერთხელ დააფიქსირა სიყვარული ბოკას და მისი სამშობლოს მიმართ, შედეგად მაღალი ანაზღაურებით და კომფორტული პირობებით მას ვერ მოთაფლავ. უბრალოდ ტურინმა უნდა მიიღოს ზუსტი პასუხი რას მოიმოქმედებს ტევესი სეზონის ბოლოს. თუ მან წასვლა გადაწყვიტა, იუვე არ შეუშლის მის სურვილს ხელს, რადგან ეს არ შედის კლუბის ფილოსოფიაში:”ვისაც წასვლის სურვილი უფრო დიდი ექნება, ჩვენ მის ნებას აუცილებლად გავითვალისწინებთ”. ამიტომაც აქტიურობს მაროტა/პარატიჩის დუეტი სატრანსფერო ბაზარზე.. დიბალა, ძაძა, ბერარდი, კავანი, ფალკაო.. ეს სახელები ტყუილად არ ისმის. მათ მომავალში 1 თუ 2 წლის შემდეგ ტევესის შეცვლა მოუწევთ, რომელიც სრულიად გარდაიქმნა იუვეში და ამას თავადაც აღნიშნავს ინტერვიუებში.
“ჩვენ ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს. კლუბი მზად არის გაანახლოს მოლაპარაკებები და შესთავაზოს მაქსიმალურად კომფორტული კონტრაქტი, მაგრამ როდესაც მოთამაშე იღებს გადაწყვეტილებას გულით, მაშინ ანაზღაურება, ბონუსი და სხვა მატერიალური მხარე შეუძლო ხდება. ამ ეტაპზე, ტევეს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს “იუვენტუსსთან” ერთად, ხოლო მომავალზე სეზონის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ”- განაცხადა ჯუზეპე მაროტამ.
იუვე ეცდება, მაგრამ თუ ტევესის გადაწყვეტილება პრინციპულია და წასვლა აქვს გადაწყვეტილი, უმჯობესია გუნდმა ეს რაც შეიძლება მალე შეიტყოს, რათა შესაბამისი სვლები განახორციელოს გუნდის გასაძლიერებლად..
წყარო: tuttojuve
მაგრამ მე პორტოს მაგივრად რეალი მირჩევნია,პორტო ფიზიკურად და ტექნიკურად გამართული გუნდია და რეალს კიდე როგორც პლიუსები აქვს ბევრი ისე მინუსები,თან იუვეს რეალთან გამკლავება არასდროს უჭირდა
porto bavarias ra uqna naxet,porto tu gavida iqneb chven shegxvdes da finali ukve dz axlos iqneba