ვიდალი უეფას კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა
უეფამ გასული 1/4 ფინალური დაპირისპირებების შემდეგ საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომელშიც ერთი “ჩვენიანიც” მოხვდა არტურო ვიდალის სახით. მართალია ჩილელმა პირველ ტაიმში ვერ შესძლო გოლის გატანა, თუმცა მეორე ნახევარში პენალტით მაინც გამოიჩინა თავი და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. საერთოდაც, სამხრეთ ამერიკელი დაუღალავად შრომობდა და ერთი წამით არ გაჩერებულად მინდორზე. შედეგად ჯაფა დაუფასდა და უეფამ იგი საპატიო გუნდშიც შეიყვანა:
მეკარე: იან ობლაკი (ატლეტიკო)
სლოვენიის ნაკრების მეკარე დიდი ხანია უკვე ელის საკუთარ შანს. გოლკიპერი მინდორზე 1/8 ფინალურ მატჩში გამოჩნდა, მას შემდეგ რაც ტრავმირებული მიგელ მოია შეცვალა. შედეგად რეზერვისტმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მადრიდელთა წინააღმდეგ. საერთო ჯამში მან, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრაში 8 სეივი გამოაცხო. ბენეფისი მეკარისთვის უკვე პირველსავე წუთებზე შესდგა, როდესაც გარეტ ბეილს აუღო სასწაული ბურთი.
მცველი: სერხიო რამოსი (რეალი)
ესპანელი ჩემპიონთა ლიგაზე, ნოემბრის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა. უამრავი საჭირო ჩაჭრა და საიმედო ასპარეზობა მადრიდელთა უკანა ხაზის ლიდერის შესრულებით. გულშემატკივრემა და სპეციალისტებმა მომენტალურად ის მატჩი გაიხსენეს, რომელიც ამ ორ კლუბს შორის თებერვალში ჩატარდა რამოსის გარეშე. მაშინ ატლეტიკომ 4 უპასუხო გოლი გაუტანა ანჩელოტის კრებულს.
მცველი: დიეგო გოდინი (ატლეტიკო)
შარშანდელ სეზონში სწორედ გოდინის გოლმა მოუტანა კინაღამ გამარჯვება ატლეტიკოს ლიგის თასის ფინალში. იყო საკმაოდ საიმედო და კინაღამ ორჯერ გოლიც კი გაიტანა. ძირითადათ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდმა კარი მშრალად შეინახა სამეფო კლუბის წინააღმდეთ დაპირისპირებისას.
მცველი: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა)
როდესაც ანგარიში იყო 0-1, ედისონ კავანი იღებს ბურთს იდეალურ სიტუაციაში და აქვს საშუალება მისი ეფექტურად გაგრძელების. სწორედ არგენტინელის ფეხებში ვარდნამ გადაარჩინა ბარსა დიდი თავსატეხისგან. და საერთოდაც, როდესაც სუარეს მეორე გოლი გაჰქონდა, საგოლე გადაცემა სწორედ მასკერანომ გაუკეთა.
მცველი: გილერმე სიკეირა (ატლეტიკო)
საკმაოდ საიმედოდ იასპარეზა მარცხენა ფლანგზე. შეტევაშიც აქტიური იყო და ბევრ პრობლემას უქმნიდა დანი კარვახალს. თავადაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმული ბლოკირებულ იქნა.
ნახევარმცველი: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა)
მაშინ, როდესაც ბარსაში ყველა მცველი დაჯილოდებულია შეტევაში ნაყოფიერი თამაშით და ფლანგელები განსაკუთრებით, გუნდში საყრდენის ფუქნცია ერთ-ერთი ყველაზე რთული ხდება. თუმცაღა ბუსკეტსი კარგად უმკლავდება საკუთარ საქმეს და მაქსიმალურად ეფექტურადაც აკეთებს. სწორედ მის მიერ ართმეულ ბურთს რაბიოზე, მოჰყვა ნეიმარის გოლი პსჟ-ს კარში.
ნახევარმცველი: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი)
ტიაგოს, ტრავმის გამო ფაქტიურად ერთი წელი არ ჰქონდა ფეხბურთი ნათამაშები. მაგრამ გერმანელთა რიგებში ტრავმების ეპიდემიის გამო სწორედ მას მოუწია პირველი ევროპული მატჩის ჩატარება. ზოგადად მიუნჰენელებისთვის მძიმე შეხვედრა გამოდგა, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელი ანგარიშზე გოლი მიიწერა და საერთო ჯამში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.
ნახევარმცველი: არტურო ვიდალი (იუვენტუსი)
მიმდინარე სეზონი ჩილელისთვის ნამდვილად არასტაბილურია. საკმარისია გავიხსენოთ მატჩი ოლიმპიაკოსთან, როდესაც მან პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო მონაკოსთან შეხვედრაში იდეალურ სიტუაციაში გოლი ვერ გაიტანა. საბედნიეროდ ოდნავ მოგვიანებით მან შესძლო თავის გამოჩენა. საკმარისია შეგეხედათ ვიდალისთვის ამ დროს და მიხვდებოდით თუ რამდენს ნიშნავდა მისთვის ეს ბურთი.
თავდამსხმელი: რიკარდო კუარეზმა
მატჩის საწყის წუთებზევე იყენებს პენალტს, ხოლო შემდეგ დუბლსაც იფორმებს. საბოლოო ჯამში მაქსიმალურად ეხმარება გუნდს იმ შედეგის მიღწევაში რაც დაფიქსირდა – 3:1. პარადოქსია, მაგრამ რომ არა ტელიოს ტრავმა კუარეზმა საერთოდ არ მოხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში.
თავდამსხმელი: ლუის სუარესი
“ვერაფრით შევძელით მისი გაჩერება”- საუბრობდა ბარსასთან მატჩის შემდეგ პარიზელთა მცველი ვან დერ ვილი. არადა, სუარესი მართლაც საოცარ ფეხბურთს აჩვენებს ამ ეტაპზე. პირველ 1/8 ფინალურ მატჩში სიტის წინააღმდეგ ურუგვაელმა ორი ბურთი გაიტანა, ხოლო ეხლა დუბლი და ფაქტიურად გადაწყვიტა ნახევარფინალისტის ბედი.
თავდამსხმელი: ჯექსონ მარტინესი
პორტოს მთავარი ფორვარდის გამოსვლა პირველსავე წუთებზე, ბევრისთვის სიურპირიზი აღმოჩნდა, რადგან მას ბარძაყის ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდა, ხოლო დუბლიორი აბუბაკარი ძალზედ პროდუქტიულად გამოიყურებოდა. თუმცა, როგორც ჩანს პორტოს თავკაცი ხუან ლოპეტეგი არჩევანში არ შემცდარა. მან მოიპოვა პენალტი, ხოლო მეორე ტაიმის შუაწელს საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა შეხვედრაში.
წყარო: Tuttojuve