ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა – სწრაფვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ

თითქოს გუშინ გაიმართა ბორუსიასთან მატჩი, რომელშიც სამწუხაროდ პოლ პოგბა დაშავდა, თუმცა, აგერ უკვე 30 დღე გავიდა იმ დღიდან. წარმატების მოპოვება ყოველთვის სასიამოვნოა და მითუმეტეს, როცა გუნდი ევროპულ აღიარებას არის მონატრებული, მაგრამ პოლ პოგბას 50 დღიანმა გამოკლებამ მაინც მცირე დაღი დაასვა ამ ყოველივეს. შემდგომ ლიგის წილისყრამ მონაკო გვარგუნა და ვიფიქრეთ, აქ პოლის გარეშედაც შევძლებდით ფონს გასვლას. მძიმე მატჩი გამოდგა ფრანგების წინააღმდეგ და წინ ალბათ არანაკლები ჯოჯოხეთი ელის გუნდს. მაგრამ როგორც ბონუჩიმ განაცხადა :“მოდით გავაკეთოთ ეს პოლისთვის“..

ბონუჩი და კომპანიამ პირველ შეხვედრაში მაქსიმალურად ეცადნენ დანაპირების ასრულებას და პრინციპში 1-0 ცუდი შედეგი არ არის. და რა ხდება პარალელურად ვინოვოზე და როგორ მდგომარეობაშია პოლ პოგბა? სამედიცინო ტესტები შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა თერაპიის კურსი და ეხლა ეტაპობრივად ვინოვოს ბაზაზე მდებარე აუზში დაიწყებს ვარჯიშებს და მალევე მწვანე მინდორსაც დაუბრუნდება. ინფორმაცია, რომ თითქოს იგი მონაკოსთან საპასუხო მატჩისთვის იქნება მზად ბუნებრივია ჭორია და მეტი არაფერი. ალეგრიმ თავიდანვე განაცხადა ამ თემაზე :“შანსი იმის, რომ პოგბა მონაკოში დაგვეხმარება 0-ს უტოლდება”.

რა იქნება ნახევარფინალში? იმ შემთხვევაში თუ დავძლიეთ მონაკოს მძიმე ბარიერი, აქ უკვე ნებისმიერი ფეხბურთელის დახმარება დაგვჭირდება სანუკვარი მიზნისთვის. პოგბა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელი და ჩამოყალიბებული პროფესიონალი. ფაქტია, რომ იგი დღევანდელი იუვენტუსის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი მოედანზე ყოფნა სარგებლის მეტს არაფერს მოუტანს ალეგრის. თუ ბონუჩიმ და კომპანიამ შეასრულეს პირობა და იუვემ 2003 წლის შემდეგ პირველად გააღწია 1/2 ფინალში, ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ფრანგი იასპარეზებს. დედლაინით გაწერილი თარიღი სამწუხაროდ პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას არ ემთხვევა. პირველი მატჩები გაიმართება 5-6 მაისს. ეს კი მიახლოებით 48-49 დღეებს ემთხვევა. უფრო მეტად პროგნოზირებადია მისი დაბრუნება 12-13 მაისისთვის და შედეგად საპასუხო მატჩში თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ექს მანჩესტერელი მზად იქნება.

კლუბი ვერ რისკავს საკუთარი მარგალიტით. კუნთის პრობლემა თან სახუმარო არ არის და რეციდივის შესაძლებლობა საკმაოდ დიდია, თუ ფეხბურთელი სრულად არ გაივლის სარეაბილიტაციო პერიოდს. სხვათაშორის ფრანგისთვის კარიერაში ეს არის პირველი გრძელვადიანი დაზიანება. ამიტომ დიდი ყურადღება და მოთმინებაა საჭირო. ამავე აზრზეა ფეხბურთელის საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა :“ცოტაოდენ მოთმინება გვმართებს. ფაქტია, რომ იგი მონაკოსთან არ იქნება. პოლს სწამს, რომ მისი გუნდი მოახერხებს ამ ბარიერის დაძლევას და შემდგომ უკვე ყველაფერი მის წარმატებულ სარეაბილიტაციო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. პოგბა ცხოვრობს ფეხბურთით და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. არ უშინდება სირთულეებს და მათ ეტაპობრივად ლახავს. ვინც იძახდა, რომ მისთვის სეზონი დასრულდა მტკნარი სიცრუეა. ნახევარფინალი? ფეხბურთში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.. ამას მომავალი გვიჩვენებს. რაც არ უნდა იყოს იგი იტალიის თასის ფინალში აუცილებლად დაეხმარება გუნდს”.

იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდიც და პოგბაც ერთმანეთს უფრო დიდი მიზნის მიღწევაშიც დაეხმარებიან. პოლის ანგარიშზე 34 მატჩი და 9 გატანილი ბურთია.

 

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

Monakostan dacvit tamashs vinc itamashebs imas unda aukrzalo ramodenime weli ligaze tamashi :chuvak: monako mashinaa zlieri roca tviton icavs tavs, tuara uewveli dhesatevi ro eqnebat iuves Nair gundtan, tablos gadavuwvavt imden gols gavutant, jardimi wkviani treineria da monakos tamashis scenari isetive iqneba rogorc turinshi itamashes, Tu gaumartlat kontrshetevaze dagviweren tuarada 1 golze metit AR waageben

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მაგრად გვაკლია პოგბა მონაკოსთან კაკრას პოლისნაირი ბიჭი გვინდა ყველა ვარიანტში პოგბა თუ არ იქნება პერეირა უნდა იდგეს პირლო ასაკშია ბურთის დამჭერი კია მარა მონაკო ისეთი გუნდია არ ვიცი რა იტოკში დაცვითი თამაში უნდა ვითამაშოთ სუფთა კატენაჩო უნდა გაუშვან საფრანგეთში

giorgi nefaridz
9 years ago

Gvchirdeba pogbas kreatiuloba.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x