კავანის პრიორიტეტი ტურინია
ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით, ედისონ კავანიმ თხოვნით მიმართა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ პრიორიტეტი მიანიჭონ იუვესთან მოლაპარაკებებს. ურუგვაელით გარდა ბებერი ქალბატონისა, დაინტერესებულნი არიან მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის ატლეტიკო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, სადაც ედისონს მისი მომავლის შესახებ დაეკითხნენ, პასუხი იყო საკმაოდ მოკრძალებული, მაგრამ აშკარად მრავლისმეტყველი :”ჩემი ყოფის შესახებ, თქვენ ისედაც ყველაფერი კარგად იცით”. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 48 მილიონ ევროს და მაროტა იმ შემთხვევაში მოახერხებს მოლაპარაკებების წარმოებას, თუ იუვე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში იასპარეზებს. კავანის ნაკლებად სურს ინგლისში ან ესპანეთში საცხოვრებლად გადასვლა და ამიტომაც ურჩევნია ტურინული ვარიანტი. თავის მხრივ პარიზელებს პოლ პოგბას ჩართვა სურთ გარიგებაში, მაგრამ მაროტა არ განიხილავს ამგვარ ვარიანტს. La Gazzetta Dello Sport-ი უფრო შორსაც კი მიდის და აცხადებს, რომ თუ გუნდი წარმატებულად იასპარეზებს ლიგაზე, მაშინ შესძლებს კავანის და დიბალას შეძენას ერთდროულად და ეს არ იქნება დამოკიდებული იმაზე, წავა თუ არა მიმდინარე სეზონის კარლოს ტევესი ბოკა ხუნიორსში.
წყარო: football-italia
48 მილიონი ძალიან ბევრია
ორივე არ გვინდა, ეს და დე ბრუინი დადონ ყველას ჯობია, ეს და ბერარდიც არაა ცუდი იდეა
კარგა ხანია აქ კომენტარი არ დამიწერია. ნუ დებთ ამნაირ სტატიებს მერე სულ იმედ გაცრუებული ვრჩები. ფორცა იუვე
პოგბას გაყიდვის გარეშე თუ კავანი მოიყვანეს ეს იქნება ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი მომავალ 3-4 წლის განმავლობაში თავდამსხმელის პოზიციის გასაუმჯობესებლად
ამას დაამატონ
დე ბრუენი, დრაგოვიჩი, დარმიანი, დიბალა, რომანიოლი + ძაძა, ბერარდი, რუგანი
გუნდიდან გაუშვან
რუბინიო, პადოინი, პეპე, მარონე, რომულო, ლორენტე, დე ჩელიე
გამოისყიდონ პერეირა.
kacurad ras ერჩი ამ რუბინოს მესამე მეკარეა და ზის თავისთვის სკამზე
პადოინმა მგონი წელს ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა ჯამში, კია ფაფხურა მარა საჭიროა მაინც ეგეთიც, აბა რომანიოლი, დარმიანი, რუგანის +ჩვენი მცველები რომელი მათგანი დაჯდება ზამენაზე?? ზამთარშივე გაიქცევან
wesiT naxevarfinalSi unda gavideT დანარჩენი მაროტაზე იქნება დამოკიდებული