მაროტა :”ბოკას პრეზიდენტს, მეტი პატივისცემა მართებს ჩვენს მიმართ”
ბიანკონერის გენერალური დირექტორი აღშფოთებული იყო ბოკა ხუნიორსის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც კარლოს ტევეს ეხებოდა. მაროტამ მის საქციელს ყოვლად უპასუხისმგებლო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ტევესი გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება. რამდენიმე დღის უკან დანიელ ანჯელისმა, განაცხადა, რომ კარლიტოს შეუძლია მიმდინარე ხელშეკრულების გაწყვეტა ტურინულ კლუბთან და არგენტინაში გადაბარგება ვადაზე ადრე..
“ასეთი სახის კომენტარებს პროფესიონალური კლუბის პრეზიდენტი არ უნდა აკეთებდეს და თან მაშინ, როცა შენ ბოკა ხუნიორს უდგახარ სათავეში. მას მეტი პატივისცემა მართებს ჩვენი კლუბის მიმართ. ტევეს არასოდეს არ გამოუხატავს სურვილი კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ენატრება საკუთარი სახლი და ნოსტალგია ექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიონალური კონტრაქტი გაწყვიტოს და 2016-მდე გადაბარგდეს სამხრეთ ამერიკაში”.
დღეს დილით, ტევესის საფეხბურთო აგენტმა გამორიცხა საქმის ამგვარი მიმდინარეობა და განაცხადა, რომ ბოკას ფანების გამო ის არ გაიფუჭებს ტურინელებთან ურთიერთობას და არ დატოვებს იტალიას 2016 წლამდე.
წყარო: Football-Italia
მართლა ძაან გადაი*ვა ბოკას უფროსობამ
tevez darchi kidev 3sezoni .magari klasni xar
სწორია ესეც და ტევესის კომენტარიც არ წაიღეს ტვინი !!!!