ანჩელოტი :”ტურინელებს ძალუძთ ოთხ საუკეთესო ევროპულ კლუბს შორის მოხვედრა”
მადრიდის რეალის იტალიელ თავკაცს, კვლავინდებურად მიაჩნია სერია ა კონკურენტუნარიან ლიგად, უბრალოდ “საჭიროებს”, მცირე მენტალურ და კულტურულ ცვლილებას. კარლო ბუნებრივია ამ სიტყვებით მიანიშნებდა იმ ძალადობისკენ, რომელიც აპენინურ ფეხბურთში არსებობს. ამ მხრივ იფფ სერიოზული ღონისძიების და სანქციების გატარებას გეგმავს. მათი მიზანია, რომ სტადიონებზე აღარ ინიშნებოდეს რასისტული გამონახტომები და სხვა სახის ძალადობები. სამუშაო შრომატევადია, მაგრამ ეს ის პუნქტია, რომლის შესრულებაც თითოეულ მხარეს სურს..
“ბევრს საუბრობენ ჩემს იტალიაში დაბრუნებაზე, რაზეც სიმართლე გითხრათ ბევრს ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო ჯამში მივედი იმ აზრამდე, რომ ჯერ სამშობლოში დაბრუნება ნაადრევია. მომავალში ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ არა ეხლა. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თითქოს ჩემთვის იტალიურმა ფეხბურთმა მიმზიდველობა და კონკურენტუნარიაობა დაკარგა. ასე ნამდვილად არ ვფიქრობ, პირიქით კალჩო ყოველთვის დაძაბული და უკომპრომისოა. უბრალოდ იქ სხვა სახის ხარვეზებია. სტადიონებზე არსებული კულტურა .. აქ არის იტალიის პრობლემა და ეს უნდა შეიცვალოს. ცარიელი ტრიბუნები სამწუხაროა, მაგრამ უფრო ცუდი იქ არსებული ძალადობა. ისე არ გამიგოთ, რომ ამის გამო მეშინოდეს შინ დაბრუნება, ნამდვილად არა, უბრალოდ მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები მიყვარს”.
“სხვათაშორის ანალოგიური პრობლემის წინაშე ესპანეთშიც იდგნენ, მაგრამ აქაურმა ფედერაციამ და საზოგადოებამ შრომატევადი სამუშაო გასწია, რაც ვფიქრობ სათანადო დონეზე დაუფასდათ. ესპანურ არენებზე ძალადობა, რასიზმი და დამცირება საკუთარი მოთამაშეების მიმართ არ ხორციელდება. პატივისცემა.. სწორედ ეს არის წარმატების გარანტი. იმედი, მაქვს იტალიაშიც ანალოგიურად დადებითისკენ შეიცვლება სურათი. დაუშვებელია ფეხბურთელების ლანძღვა და ტერორი. ეს უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ”.
ინტერვიუს მიწურულს ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგაზეც ჰკითხეს და ისურვებდა თუ არა იგი ნახევარფინალში იუვეს წინააღმდეგ ასპარეზობას?
“იმედი მაქვს ამ სტადიაზე ეს არ მოხდება. მათ წინააღმდეგ თამაში კარგს არავის არაფერს უქადდის. მითუმეტეს ნახევარფინალში შემთხვევით არავინ გადის. ვფიქრობ, მათ ძალუძთ ევროპის ოთხ საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა”.
წყარო: football-italia
ბიჭებო ჯერ მონაკო უნდა მოვიშოროთ
ყველას თავის აზრი აქვს და მე მაინც ამ ეტაპზე ძაან მინდა ბავარიას გადაუხადოთ ძველი ვალები და მათ შევხვდეთ.გუშინდელივით მახსოვს სახლში 1-4 რო მოგვიგეს,არადა გასვლაზე ფრე გვქონდა ნათამაშები
ოთხ საუკეთესოში კიარა რა იქნება ხვალ პორტო გავიდეს და მერე ჩვენ შეგვხვდეს ნახევარფინალში ა?
ფინალიი, აუუუ,მბურძგლავს რო წარმოვიდგენ