ვიდალი თავს კარგად გრძნობს
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც არტურო ვიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა უკლებლივ ყველა იმას ელოდა, თუ როგორ იგრძნობდა ჩილელი თავს დღევანდელ ვარჯიშზე. საბედნიეროდ მან სრული დატვირთვით ივარჯიშა მთლიან გუნდთთან ერთად. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი სამწვრთნელო სესია ნახევარმცველმა ტონზილიტის გამო გამოტოვა. მისი მონაკოში ხილვა ფაქტობრივად გადაწყვეტილი საკითხია, თუმცა უფრო დეტალურად ამ ყოველივეზე მასიმილიანო ალეგრი ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ისაუბრებს.
წყარო: Tuttosport
კარგი ინფოა. ნელ-ნელა გვიბრუნდება ძველი არტურო, მონაკოსთან ამის არ ყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის. მადლობა ღმერთს რო ყველაფერი კარგადაა