ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი :”იუვეს კარგი შანსი აქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად”

ლუჩიანო მოჯი იმ ადამიანთა რიცხვში შედის, რომლის კომენტარი ამა თუ იმ თემაზე ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია. ბიანკონერის ექს სპორტულ დირექტორს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რომელიც მან საფეხბურთო სამყაროში დააგროვა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საფეხბურთო სამყაროს ყველაზე იდუმალებით მოცულ საქმეებში.. ამჯერად ლუჩანონემ სერია ა-ს მიმდინარე მდგომარეობაზე და იუვეს ევროპულ თავგადასავალზე ისაუბრა:

“მაშინ, როდესაც იუვე ერთი მეორეს მიყოლებით ანადგურებს მეტოქეს, რომა ეტაპობრივად შორდება მაღალ პოზიციებს. ტიფოზებიც კი, რომლებიც სიყვარულს ეფიცებოდნენ გარსიას და მის კოლექტივს, ეტაპობრივად ზურგს აქცევენ არსებულ მდგომარეობას. შეხედეთ მათ შედეგებს: 13 ფრე და მეცხრე შემტევი გუნდი კალჩოში! ეს კი ვფიქრობ მეტ ნაკლებად ასახავს კრიზისის მიზეზს და მის სერიოზულობას. სხვათაშორის ამას ვწინასწარმეტყველებდი მაშინ როცა სხვები რომას იუვენტუსის მთავარ კონკურენტად მიიჩნევდნენ. ეს ადამიანები უფრო შორსაც წავიდნენ და სატრანსფერო საქმიანობის შემდგომ ხმამაღლა აღნიშნეს იმ ჩამორჩენის აღმოფხვრაზე რაც იყო იუვეს და დედაქალაქელებს შორის. რატომღაც იტურბე ყველას ახალი მესია ეგონა.. არადა სრულიად გაუგებარია რატომ უნდა მოიყვანო ფეხბურთელი, რომელიც იდეალურია კონტრ იერიშებზე და თან მაშინ როდესაც უკვე გყავს ასეთი ჟერვინიო? ასევე გაუგებარი იყო ბენატიას გასხვისება, რადგან კლუბმა ვერაფრით მოახერხა მისი ჯეროვნად შეცვლა. ერთია გოლების გატანა, მაგრამ სერია ა-ში დაცვაც საიმედო უნდა გყავდეს. მათ კი სამწუხაროდ ვერცერთ მხარეს ვერ მოუარეს ნორმალურად. ცენტრ ფორვარდი? დესტრო.. აქაც ხარვეზი.. მას არა აქვს ის მახასიათებლები, რომლებიც მისცემდა ფორვარდს საშუალებას სეზონში 15-20 ბურთი მაინც მოეტანა ჩემპიონობისთვის მაძიებელი კლუბისთვის. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა კიდევ უფრო დიდი კრახით დასრულდა. მათ მოიყვანეს იბარბო, რომელიც ასევე კონტრ იერიშების ოსტატია, ხოლო დუმბიაზე არც კი ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ თავს შევიკავებ კომენტარისგან..”

ეს გახდა მათი კოშმარის თავი და თავი. ამის გამო გააჩუმა ენა გარსიამ, რომელიც სეზონის საწყის ეტაპზე ლამის ჩემპიონობას ზეიმობდა.. დიდი ტანჯვა იყო ატალანტასთან მატჩში დედაქალაქელებისთვის და დაასრულა თუ არა იგი მასჯმა, მომენტალურად გაისმა ტრიბუნებიდან გამაყრუებელი სტვენა ფეხბურთელების და მწვრთნელის მისამართით..

სასიამოვნოა ნეაპოლიტანელთა გაღვიძება. როგორც ჩანს დახურულმა სამწვრთნელო სესიამ სასურველი შედეგი გამოიღო. გამოცოცხლდნენ მათი ვარსვკვლავები და შედეგიც სახეზეა: ვოლფსბურგი, ფიორენტინა და კალიარი. მათ დაამტკიცეს, რომ აქვთ პოტენციალი და თავისუფლად შეუძლიათ ლიდერებთან ახლოს ყოფნა. ისე კი კალიარის დამარცხება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ზემანის გუნდს უსაშინლესი დაცვის ხაზი ჰყავს, რომელსაც უკვე 61 ბურთი აქვს გაშვებული. რაც დრო გადის ზემანი უფრო აქტიურად მიუყვება იმ სქემას რასაც მომგებიანად მიიჩნევს.. ამიტომაც არის გოლების მთა მის გუნდებში, თუმცა ცდილობს საკუთარ შეგირდებს ერთი ბურთით მეტი გაატანინოს ხოლმე. რა შედეგით მთავრდება ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით.. ზემანის კლუბები ძირითადათ სატურნირო ცხრილის ფსკერზე ცურავენ.

დერბი დელა მადონინაზე უკვე ვამბობდით, რომ მოიგებდა ის კლუბი ვინც უფრო მეტად მოინდომებდა. ანგარიში კი ასახავს იმ მდგომარეობას რაშიც ორივე კლუბი არის დღეისათვის. სხვათაშორის ამ მატჩის ერთადერთი ნათელი მხარე ალბათ თავად არენა იყო, რომელიც გვახსენებს იმ ოქროს ხანას, როდესაც კლუბები სკუდეტოსთვის იბრძოდნენ ან ჩემპიონთა ლიგისთვის. საკმარისია გადავხედოთ მათ სათადარიგოთა სკამებს და მივხვდებით თუ რა შეცდომები დაუშვეს ორივემ. ის მოთამაშეები ვინც მოიყვანეს ფაქტობრივად ყველა სკამზე ჰყავთ გამწესებული. ინტერიდან გამოსარჩევია მხოლოდ ჰანდანოვიჩი, მედელი და ვიდიჩი, ხოლო როსონერიდან დავიდ ლოპესი და დე იონგი. მენეზზე კი რა უნდა ითქვას.. თუ მას გოლი არ გააქვს კაპიკია მისი ფასი. არანაირი გუნდური თამაში, უფრო მეტად ხელის მუხრუჭის როლშია.

გასავარდნ ზონას რაც შეეხება, პრინციპში აქ ყველაფერი გარკვეულია.. ჩეზენა, კალიარი და პარმა.. მიუხედავად იმისა, რომ დი კარლოს გუნდმა სამპდორიას ერთი ქულა წაართვა..

მოდით მცირე მოქმედ ჩემპიონსაც დავუთმოთ, რომელმაც ყოველგვარი დაძაბვის გარეშე სძლია ლაციოს 3-0 და ეხლა ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება. მათ კარგი უპირატესობა აქვთ და თუ ისევე საიმედოდ იასპარეზებენ მონაკოში, როგორც ეს ლაციოსთან შეხვედრაში მოხდა, მაშინ იუვე აუცილებლად ითამაშებს  1/2 ფინალში”.

წყარო: Libero

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

მოჯი შე სუპერ გენიოს ადამიანო შენს საქმეში! :chuvak: :oldman:

giorgi nefaridz
9 years ago

დაახურა თავზე რომას :lool: :lool: :lool: :lool: და მერდას, მაგარი კაცია მოჯი მართლა ზუსტად იცის ვინ ჭირდება გუნდს იტურბე არა ჯეი ჯეი ოკოჩა კიდევ კაი არ მოათრიეს თან 30 მილიონი უნდოდა მგონი :forza:

9 years ago

მაგრად ერკვევა ეს კაცი ფეხბურთში და განსაკუტრებით სერია ა იცის მაგრად… ზუსტად იცის ყოველთვის ვის რა, სად, როდის სჭირდეაბა…
ამიტომაც იყო ამის იუვე სუპერი, და ვერასოდეს ვერავინ დამაჯერებს, რომ იმ იუვეს მატჩების ჩაწყობა სჭირდებოდა იტალიაში ვინმესთან… ან თუ მაინცდამაინც ჩაწყობაა იტალიაში, ვერც იმას დამაჯერებს ვერავინ რომ ეს მხოლოდ მოჯის შეეძლო და არა ბერლუსკონი-მორატის… არ თქვას ვინმემ რომ ან ერთი ან მეორე მაგას არ იკადრებდა… :blin:

dato_juventino
9 years ago
Reply to 

100% :up:

svani
9 years ago
Reply to 

შენ გჯერა რომ ბერლუსკონი პერმიერი იყო იტალიის და იუვე თამაშებს აწყობდა და მილანი ვერა ? :)))))))))))) იმენა კურიოზია ))) სწორედ მაგ გავლენის მსხვერპლი გახდა იუვე 2006-ში. მაგრამ სამართალი ზეიმობს. რამდენიმე ათეული წელი მინდა რომ მაგ ორი გუნდის ტანჯვას ვუყურო, რომ გამოისყიდონ რაც იუვეს უქნეს იმ დროს. მირჩევნია ლაციო ნაპოლი იყოს ლიგაზე ვიდრე მილანი ინტერი.

jibojuve
9 years ago
Reply to 

მაგის მარტო იუვეს გულსჰემატკივრების გარდა ყველა მოწინააგმდეგეს ჯერა ალბათ მაგრამ დელ პიეროს ნედვედის ტრეზეგეს კამორანეზის ბუფონის იუვეს რო თამაშის ყიდვა არ დაჭირდებოდა ეს ფაქტია დიდი-დიდი ვინმე გაჭირვებულისთვის მიეცა ქულები ისიც იმ შემთხვევაში თუ უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა სკუდეტოს ბედი და იუვეს ვერავინ შეეცილებოდა იმ ქულების დაკარგვის თუ გასხვისების გამო
:forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x