დიბალა :”იუვე ფავორიტია”
ჟურნალისტებთან საუბრისას პაულო დიბალა აღიარა, რომ აქვს ტურინში კარიერის გაგრძელების სურვილი :”ევროპის ტოპ ჩემპიონატში თამაში რომელ პროფესიონალ ფეხბურთელს არ მოუნდება? თუმცა, არიან დიდი გუნდები, რომლებიც არ ასაპარეზობენ ასეთ ლიგებში. მსურს თუ არა პირლოს გვერდით თამაში? რეჯისტას მხარდამხარ ასპარეზობა ნებისმიერი ფორვარდისთვის სასიამოვნოა. შეხედეთ უბრალოდ მის მაღალ საშემსრულებლო დონეს მონაკოსთან შეხვედრაში, სადაც შესაძლოა ანდრეა არ ბრწყინავდა, მაგრამ სწორედ მისმა ფანტასტიურმა შეხებამ გამოიწვია პენალტი მეტოქის კარში. მორატამ ასევე შეიტანა წვლილი და არ დავუკარგავ გარჯას, მაგრამ უდიდესი როლი მაინც მაესტრომ ითამაშა”.
“სხვათაშორის მეგობრები უკვე შევთანხმდით, რომ საღამოს რესტორანში პიცის თანხმლებით იუვეს თამაშს ვუყურებთ. გამომდინარე იქიდან თუ რა შედეგი დაფიქსირდა ტურინში სწორედ იუვეს მივიჩნევ ფავორიტად. დავუშვათ და 1/2 ფინალში გავიდნენ, მაშინ ისინი ავტომატურად ხდებიან ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები, რადგან ამ სტადიაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ვიასპარეზებდი თუ არა სკუდეტოს ზედიზედ ოთხ გზის მომპოვებელთა რიგებში? საოცარი თავგდასავალი იქნებოდა. იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც მუდამ გამარჯვებაზეა ორინტირებული. მათი სულისკვეთებით და სწრაფვით გამარჯვებისკენ, თავისუფლად შეუძლიათ ზედიზედ ათი სკუდეტოს მოპოვება. ვაღიარებ, რომ სერია ა ძალიან მიყვარს და სწორედ მან გამხადა ისეთი პოპულარული როგორიც ეხლა ვარ. აქ დარჩენა ნამდვილად მინდა და არა იმიტომ, რომ უცხო ენას არ ვფლობ. ენის შესწავლა არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან თავის დროზე არც იტალიური ვიცოდი”.
ძამპარინი? იგი იყო ერთადერთი ვინც ირწმუნა ჩემი შესაძლებლობების. მახსოვს თუ როგორ მაკრიტიკებდნენ და არაფრის მაქნის მეძახდნენ. ხალხი ჩემში გადახდილ ფულს ჰაერზე გადაყრილს ეძახდა. იმედი მაქვს პარმას წინააღმდეგ გამართული არცთუ წარმატებული მატჩი არ დააგდეს ჩემს სატრანსფერო ღირებულებას ათეული მილიონით. შემდეგ წელს პალერმოს, რომ გავუტანო გოლი მას ნამდვილად არ აღვნიშნავ, რადგან ასე არასოდეს მოვქცეულვარ მათ ვისგანაც მიგვრძნია დიდი სიყვარული”.
წყარო: Football Italia
ეს ვერ მოვიცილეთ რაა.. ეხლა თვითონ ჩალიჩობს თავის ტრანსფერზე DDD
მორატა 22 მილიონი ღირს.. ეს 45!!! მაგრამ მე ვფიქრობ მორატა გაცილებით ტოპ კლასია(ამ ეტაპზე) ვიდრე ეს
ძაძა ეგერ გვყავს და ბერარდი რა დროს დიაბალაა…
ძაძა ეგერ გვყავს და ბერარდი რა დროს დიაბალაა…
აუ ეგი ხო ვერ მევიცილეთ
მოკლედ იუვეში თამაში მინდა და მაროტა წამიყვანეო