ნედვედი :”რეალი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ბერლინისთვის”
ზუსტად 12 წლის წინ ნახევარფინალში ვარსვკვლავურ მადრიდის რეალს დავუპირისპირდით. პაველ ნედვედის და მისი პარტნიორების ფანტასტიურმა თამაშმა კი ფინალში ტურინული გრანდი გაიყვანა. მაშინ ყველაზე სამწუხარო პაველ ნედვედის ყვითელი ბარათი და ჩეხის ცრემლები იყო. სწორედ ეს კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ “ნიონში” დასრულდა ცოტახნის წინ:
თქვენი ცრემლები გაგვახსენდა 2003 წლს.. იყო თუ არა იგივე რეაქცია ეხლაც?
“დღეს, მე ვარ ბედნიერი რადგან კლუბი 12 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალურ სტადიაზე. ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელსაც განსაკუთრებული ემოციები მოაქვს. იგი არის ლამაზი და უნიკალური. დავიმსახურეთ 1/2 ფინალში ყოფნა და კარგად გვესმის თუ ვის წინააღმდეგ მოგვიწევს ასპარეზობა.. პატივს ვცემთ მოქმედ ჩემპიონს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გვსურს ასპარეზობა. რაც არ უნდა მოხდეს, მატჩი მადრიდელებთან იქნება ზღაპრული და გულშემატკივარი დატკბება ამ სანახაობით”.
მართლა გჯერათ, რომ ორი მატჩის ჯამში შეძლებთ ფინალში გასვლას?
“ნახევარფინალში რაიმეს წინასწარ პროგნოზირება არის ურთულესი საქმე. გვესმის, რომ ნამდვილ მონსტრთან მოგვიწევს შეხვედრა, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები დარწმუნებული ვარ ყველაფერს დადებენ მინდორზე. უკვე შემდგომ კი შევხედავთ, რამდენად გამოიღებს ეს შედეგს და განვაგრძობთ თუ არა ოცნებას”.
ეხლა უკვე ადვილია პოგბას შენარჩუნება?
“არაფერი არ შეცვლილა არცერთი მიმართულებით. გვსურდა ევროპაში წარმატების მიღწევა და რაც დაბეჯითებად მინდა გითხრათ, არის ის რომ ამაზე არ გავჩერდებით. იუვე განაგრძობს პროგრესირებას თითოეული მიმართულებით”.
“ბუნებრივია რეალი ფავორიტია, ჩვენ რეალისტები ვართ და ამის არ აღიარება იქნებოდა სისულელე. მათ რიგებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ასპარეზობს და თავკაციც შესაბამისი ჰყავთ. ბევრს მიაჩნდა, რომ სწორედ იუვე იყო ყველაზე სუსტი რგოლი. ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ხოლო საქმეს უშუალოდ ფეხბურთელები განახორციელებენ მინდორზე. მათ ის უნდა გააკეთონ რაც საუკეთესოდ გამოსდით და უკვე შემდგომ შევხედავთ გავალთ თუ არა ფინალში”.
“ყველას რეალი სურდა, იმიტომ რომ ლიგას ზედიზედ ვერავინ იგებს? არ ვიცი.. ზოგადად ეს მართლაც არავის გამოსვლია”.
წყარო: Tuttojuve
ნამდვილად თანაბარია შანსები იუვეს ნაადრევად ნურავინ ჩამოწერს
ბეილი და ბენზემა სავარაუდოდ, რომ იქნებიან აი რაც შეეხება მოდრიჩს მისი ტრავმიდან გამომდინარე სეზონი დასრულებულია ხორვატისთვის.
ბაზარი არაა ჩვენზე კარგი შემადგენლობა ყავთ და ფავორიტებადაც მოიაზრებიან მაგრამ ფაქტია რომ ბიჭებს არ ეშინიათ. გავლენ და იბრძოლებენ და ამ ბრძოლას ბევრჯერ სასურველი შედეგი გამოუღია თუნდაც იმავე რეალის წინააღმდეგ. კარგია პოგბას დაბრუნება და ბეილი მოდრიჩი ბენზემა თუ ისევ დააკლდებათ ნამდვილად არ იქნებიან ფავორიტები, ასე თუ ისე გათანაბრდება ამ შემთხვევაში შანსები. მოდრიჩი ძაან მაგარია და ნუ იასნია ბეილიც
salami dzmebs, me reals vqomagob tan axalic var, imedia ise mimighebt rogorc tqvenians, magari naxevarfinalebi gvelodeba, shansebi yvelgan tanabaria 50/50 ze, es naxevarfinalia sadac ar arsebobs favoriti,
სასიამოვნოა
dortmundsac da monakosac pirvelad turinshi vetamashet da gavedit.imedia gagrdzeldeba es tradicia
warmatebebi juves!
იუვეს დელ პიეროს გამო ნედვედის გამო და ჯიჯის გამო მომწონს რაა და დიდი პატივს ვცემ მოკლედ რომ ვთქვათ და კასილასის და ჯიჯის შეხვედრას ველი ისევ ისეთ მეგობრულ შეხვედრას :)
რესპექთ
გაიხარე ძმაო ყველამ იცის და ვხვდებით რომ რეალი ფავორიტია, მაგრამ იტალიას და იტალიურ გუნდებს ახასიათებს კრიტიკულ მომენტებში თავის გამოჩენა ასე რომ დიდი იმედიმაქვს ღირსეულად ვიასპარეზებთ.და საერთოდ მთელს იტალიას წაადგება ჩვენი წარმატება.რეალი კი მსოფლიო ვარსკვლავებითაა სავსე ასე რომ მათი უპირატესობა ჩანს
იუეს დიდი პატივს ვცემ როგორც ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარს ძაან საინტერესო ნახევარფინალებს ველოდები და იმედიაა ლამაზი თამაშები იქნება როგორც რეალს და იუევს ეკადრებაა
უმაგრესი კაცია რა მაგარი კომენტაი გააკეთა