კავანი – პოგბას დაუსრულებელი ისტორია..
იტალიური მასმედიის მტკიცებით ზაფხულში ბიანკონერი მაქსიმალურად ეცდება პარიზინიდან ედისონ კავანის გადმობირებას. მაროტას სწორედ ურუგვაელის ხილვა აქვს გადაწყვეტილი ტევესის შესაძლო მემკვიდრედ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ბოლომდე დარჩება თუ არა გუნდში. ამასთან ერთად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პსჟ-ს ძალიან სურს პოლ პოგბას შეძენა და ამ ფაქტმა შესაძლოა საერთო ინტერესები რეალობად აქციოს. თავად პარიზული კლუბის არაბი მფლობელი აცხადებს, რომ ედისონს კლუბთან 2018 წლამდე აქვს კონტრაქტი და ისინი არ აპირებენ მის გასხვისება.. ერთი რას ამბობს იგი და მეორეა რა სურს ფეხბურთელს, რომელიც არ გრძნობს კომფორტულად თავს საფრანგეთში. მას არ მოსწონს ის სიტუაცია რაც კლუბში სუფევს და ამას მისი პოზიცია ემატება მინდორზე. თავის მხრივ ალ-ხელაფი პოგბას პირადი გულშემატკივარია და მზადაა წლიური გასამრჯელო 12 მილიონი ევრო შესთავაზოს. შედეგად პსჟ ჯერჯერობით პოლთან დაკავშირებით დაწინაურებულია. სხვათაშორის კავანის შეძენა შესაძლოა საკმარისი არ იყოს, რადგან ზაფხულში კლუბი შესაძლოა ტევესის გარდა ლორენტემ და მატრიმაც დატოვონ.
წყარო: Tuttosport
კავანის რამდენი უნდა ხელფასი??
აგუერო კარგი იქნება მარა სადაა
თუ არ ყიდულობენ სხავა ფეხბურთელებს დააბრუნონ ბერარდი ზააზა და ეგაა
უნდა გაიმეტონ 50 ლიმონი და აგუერო მოიყვანონ,ყველაზე კარგად ეგ შეცვლის კარლიტოს,დაჟე ბევრად მაგარი იქნება
რა კავანი გაიკეთოს უკან შეიხმა, პოგბას გაშვება მარტო კავანის ფასად არ შეიძლება, კავანის ასაკის პოგბა წარმოიდგინეთ რა იქნება
ვფიქრობ ტევესი უნდა წავიდეს, და კავანი მოვიდეს, კი კაია აპაჩეც მაგრამ ასე მგონია
კარგი იქნება თუ ლორენტე და მატრი წავლენ, მაგრამ პოგბას გასჰვება მაინცდამაინც არ მინდა, აი თუ გახსოვთ 2010 წელს ნეიმარის შეძენა გვინდოდა მაგრამ ხელმძგვანელობამ ყურადხება არ მიაქცია და დააშავეს კიდეც, ეხლაც მინდა პოლს გაუფრთხილდენ….