კურვა სუდი ორი მატჩით დაისაჯა
ტურინულ დერბიში ატეხილი აურზაურის გამო ბიანკონერის ულტრასებს “კურვა სუდს” საშინაო ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. სერია ა-ს ლიგის საბჭომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ვიდეო ჩანაწერებზე ნათლად ჩანს მათი მოქმედებები. ბუნებრივია მთავარი მიზეზი ანთებული პედარტის სროლა იყო ტოროს ფანების მიმართულებით. შედეგად, ულტრასებს არ შეეძლებათ დასწრება სამპდორიას წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელშიდაც შესაძლოა იუვემ ჩემპიონობა იზეიმოს. საშინაო მატჩებში კი ეს შეეხებათ ნაპოლისთან და კალიარისთან მოახლოებულ დაპირისპირებებს. დღეისათვის რვა ტიფოზია დაკავებული, ხოლო 15 ადამიანის წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
მეოთხე პასუხიც რო იყოს კაი იქნება, ალეგრის და კონტეს წლილი თანაბარია იუვეს წარმატებაში, მე ამას მივცემდი ხმას, ახლა მარტო კონტეს მივეცი ხმა