პოგბას აგენტი “ბარსელონას” დირექტორს შეხვდა
ესპანური მედიის ცნობით “ბარსელონას” მესვეურები პოლ პოგბას აგენტს მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებლად შეხვდნენ. ჟურნალ “სპორტის” ინფორმაციით მინო რაიოლა კატალონიელთა დირექტორ არიენდო ბრაიდას შეხვდა. სავარაუდოდ, საუბარია 70 მილიონ ევროსა და ერთ ისეთი რანგის ფეხბურთელის ტრანსფერზე, როგორიცაა პედრო ან მონტოია. “სპორტი” იმასაც იტყობინება, რომ რაიოლა “მანჩესტერ სიტის” შემოთავაზებებს, მათ შორის 12 მილიონიან წლიურ ანაზღაურებას “ბარსელონას” უფრო მაღალ თანხებზე დასაყოლიებლად იყენებს. შეგახსნებეთ, ფიფას სატრანსფერო ემბარგოს პირობებში ესპანელებს ნახევარმცველის შეძენა მხოლოდ 2016 წელს შეეძლებათ.
წყარო: football italia
პოგბას მარტო იმ შემთხვევაში შეველევი თუ მის მაგივრად ამ მოთამაშეებს
ვერატი, დე ბრუენი, კავანი მოიყვანენ.
სიამოვნებით გავუერთიანებდი ცხვირ-პირს რაიოლას.
პოგბა უნდა დარჩეს გუნდში და გახდეს იუვეს ლეგენდა!
70???
ეს რაიოლა ხო ვერ აყენებს
პედრო და მონტოია გაიკეთონ ერთ ადგილზე პოგბა თუი წავა მარტო ვერატის ბარტერში და + ფული სხვა შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ