პირლო :”აი ასეთი ხასიათი აქვს იუვეს”
ზედიზედ მეოთხე სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და იტალიის თასის ფინალი.. არადა სეზონის წინ გუნდის გარშემო იყო გაურკვევლობა და ქაოსი. კონტეს წასვლა, ალეგრის მოსვლა, პირველი ამხანაგური მატჩის მარცხი.. თუმცა, როგორც პირლო ამბობს იუვეს ხასიათი კარგად ისახება უკანასკნელი ოთხი სეზონის მანძილზე. დაუღალავი შრომა და სწრაფვა გამარჯვებისკენ:
“თავიდანვე ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო სკუდეტო და მისთვის ყველაფერი გავიღეთ. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასოდეს ვუშინდებით პრობლემებს და სამუშაოს. პირიქით, თითოეულისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა. ის რაც გასულ ზაფხულს მოხდა ბევრს შეარყევდა, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ რათა მწვრთნელისთვის დახმარება გაგვეწია. სეზონის მსვლელობისას კი მადა გაგვეზარდა და უფრო დიდი მიზნებისკენ გავაგრძელეთ სვლა. რაც შეეხება ზეიმს, მცირე მხიარულების საშუალება მივეცით თავს, თუმცა არავის დავიწყებია მადრიდელებთან მოახლოებული დაპირისპირება”.
ბიანკონერი 5 მაისს წარსდგება საკუთარ არენაზე გათამაშების მოქმედ ჩემპიონთან.
წყარო: Football-Italia
განუმეორებელი მაესტრო…
მართალი ხარ :)