ალეგრი :”მეტოქეს მოდრიჩის სახით წამყვანი ფეხბურთელია აკლია”
მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით მადრიდელებს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა არ ეყოლებათ ნახევარფინალურ დაპირისპირებებში და შედეგად მის გუნდს აქვს შანსი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად:”მერწმუნეთ, როდესაც ასეთი რანგის გათამაშებაში იმყოფები 1/2 ფინალურ სტადიაზე, წინასწარ ერთი ან მეორე გუნდის შანსებზე საუბარი უადგილოა. ფინალამდე რჩება ერთი ნაბიჯი და პარალელურად აცნობიერებ, რომ ევროპის ოთხ საუკეთესო კლუბს შორის ხარ. ვის თამაშს არ ვისურვებდი ჩვენს წინააღმდეგ რონალდოს გარდა? პრინციპში ასეთი უკვე არის და მოდრიჩის სახით მადრიდელებს უმნიშვნელოვანესი ფიგურა აკლიათ. ანჩელოტი? რეალი მის ხელში კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა. მას უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და შედეგად რეალს 10-ე ლიგის თასი მოუტანა. ერთი წლის შემდეგ კი კვლავინდებურად ნახევარფინალშია ხოლო შიდა პირველობაზე ბოლო წამამდე იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. რა არ უნდა გააკეთოს იუვემ? ასეთ სუპერ ვარსვკლავურ გუნდთთან ბევრი რამ. მათგანი ორს კი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვუდარაჯოთ, რადგან გალაქტიკოს ტემპი და ტექნიკა საოცარია. რას ვეტყვი შეგირდებს მატჩის დაწყების წინ? ექსტრა არაორდინალურ მომენტამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია და მინდორზე ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა გავიდეთ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის ძლიერი მხარეები რაც გაგვაჩნია”.
წყარო: football-italia
სახლში არ უნდა გავუშვათ
სადაც დორტმუნდი და ატლეტიკო გაიჩითნენ ფინალში რატო გამორიცხავს უმეტესობა იუვეს გასვლას ფინალში ვერ ვხვდები ოკ უფრო მეტი შანსი მათ აქვთ მაგრამ ასე ჩაბანძება ამ გუნდის ნამდვილად არ შეიძლება.
მთავარი ის არის რომ ყველა ადგილზე ნებისმიერ პოზიციაზე პრესინგი ეთამაშონ და რაც შეიძლება შეეცადონ რომ ბურთი ბევრჯერ არ გაათამაშებინონ და ყოველი მომენტი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ
რაც ყველაზე მთავარია გოლი არ უნდა გაუშვან და შეეცადონ რომ თვითონ გაიტანონ
ამის მერე მადრიდში შეიძლება მინი ფინალიც ვიხილოთ.