იუვე არენაზე ბავშვები კურვას ნაცვლად
ბავშვები ბრუნდებიან იუვე არენაზე. გამომდინარე იქიდან, რომ კურვა სუდისთვის ორი უახლოესი საშინაო მატჩი დახურულია, ბიანკონერის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს ადგილი ბავშვებისთვის დაეთმო. ანალოგიურ ნაბიჯს ადგილი გასულ სეზონშიც ჰქონდადა კერძოდ 2013 წლის დეკემებრში სასუოლოს წინააღმდეგ. შედეგად კალიარისთან მატჩში რომელიც 9 მაისს გაიმართება დაესწრება 9500 ტურინელი მოზარდი.
წყარო: Tuttosport