წინასამატჩო და განაცხადი
კალიარისთან მატჩი სატურნირო მნიშვნელობით ფაქტიურად არაფრით არ გამოირჩევა, რადგან ბიანკონერიმ ვადამდე გაიფორმა 33-ე სკუდეტო. თუმცა, იგი არის მნიშვნელოვანი ტესტი მადრიდელებთან მატჩამდე პოლ პოგბასთვის. დიახ, სწორედ ამ მხრივ გახდა ეს დაპირისპირება საინტერესო. ალეგრის თქმით ფრანგი ან საწყის წუთებშივე გამოჩნდება მინდორზე ან მისი მსვლელობისას. იტალიელი ანალიტიკოსების მტკიცებით კი მაქსი მას საწყის წუთებშივე გაამწესებს სასტარტო შემადგენლობაში. შემადგენლობა გასულ მატჩებთან შედარებით უფრო მეტად განიცდის როტაციას. ტაქტიკურ სქემაზე იკითხავთ ალბათ და გეტყვით, რომ აპენინელი მასმედიის წარმომადგენლები რატომღაც 4-3-3-ს ვარაუდობენ. კარს სტორარი დაიცავს, დაცვაში კი ფლანგებზე პადინი და დე ჩელიე იასპარეზებენ. დაცვის ცენტრალურ დუეტს ბარძალი-ოგბონა შეადგენენ. ნახევარდაცვის ტრიო ასე გამოიყურება: პოგბა, მარკიზიო და პერეირა. თავდასხმის ტრიოს კი პეპე-კომანი და მატრი შეადგენენ. სრულიადში ასევე შეგიძლიათ იხილოთ ტურინელთა განაცხადი:
1. ბუფონი
2. რომულო
3. კიელინი
5. ოგბონა
6. პოგბა
7. პეპე
8. მარკიზიო
9. მორატა
10. ტევესი
11. კომანი
14. ლორენტე
15. ბარძალი
17. დე ჩელიე
19. ბონუჩი
20. პადოინი
21. პირლო
23. ვიდალი
24. ვიტალე
26. ლიხტშტაინერი
27. სტურარო
30. სტორარი
32. მატრი
33. ევრა
34. რუბინიო
37. პერეირა
39. მარონე
შეცველზე რომულომ და მარონემაც უნდა ითამაშონ
დაასვენოს მარკიზიო რა რეალთან ტევესის მერე საუკეთესო იყო ან მაქსიმუმ 50 წუთი ათამაშოს
მირკო რა დესლია დააკლიკეთ
მარკიზიო უნდა დაასვენოს და რომულო ათამაშოს,
მარკიზიოც შეეცვალა ბარემ მარონეთი