ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”წინ გველის მძიმე 95 წუთი”

მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით პოლ პოგბას ფიზიკური კონდიციები იძლევა იმის რეალურ შანსს, რომ ფრანგმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს:“პირველ დაპირისპირებაში სწორედ სტურაროს მახასიათებლები მივიჩნიე უპირატესად. რაც შეეხება პოგბას, მისმა ბოლო დროინდელმა პროგრესმა მოგვცა იმედი, რომ იგი მზად არის რეალთან შეხვედრისთვის. ამ ეტაპისთვის თამაშგარე მდგომარეობაში რჩება მხოლოდ მარტინ კასერესი, ეს კი საკმაოდ საგულისხმო ფაქტია. დღეისათვის კარლიტოს ტევესი მხოლოდ იუვენტუსს როდი წარმოადგენს. არგენტინელი მსოფლიო დონის ფორვარდია და მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა..”


“მიმდინარე სეზონი უდაოდ გამორჩეულია მის საფეხბურთო კარიერაში, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც. ხვალ ბენზემას უნდა ველოდოთ? ეს საერთოდ არ ცვლის ჩვენ გეგმებს, რადგან ნაკლებად ვფიქრობ ეს შეხვედრა 0-0 დასრულდეს. ბურთის კონტროლი? მერწმუნეთ რეალის წინააღმდე ეს ფაქტობრივად შეუძლებელია და მითუმეტეს ბერნაბეუზე. თუმცა, საბაბი იმის რომ ყრუ დაცვაში ვითამაშებთ არ გვაქვს. რაც უფრო დიდხანს გვექნება ბურთი, მით უფრო ნაკლებია გოლის გაშვების შესაძლებლობა.

დღეისათვის, 95 წუთი გვაშორებს ფინალს და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ვფიქრობდეთ ფინალზე. წინ, გრძელი და დამღლელი 95 წუთი გველის. ბერნაბეუზე პირველად ნამდვილად არ ვარ, აქ უკვე მილანთან ერთად ვიყავი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირად კარიერაში ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე.აქ ვართ და გვწამს, რომ შეგვიძლია ბერლინში თამაში. რეალი კრიზისშია? ეს სისულელეა. მშვენიერი გუნდია არაჩვეულებრივი ტექნიკური არსენალით. შინ უფრო მეტ მომენტს ჰქმნიან ვიდრე სტუმრად და შედეგად სრული კონცენტრირება მოგვიწევს. მსუბუქი თავებით მოგვიწევს ასპარეზობა. რეალურად გვაქვს ყველაფერი რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
falconGE
9 years ago

ტრანსფერებს რაც შეეხება: თუ ისე მოხდა რომ მოვიგეთ ნაკლებად იქნება ხმაურიანი ტრანსფერები. რაც მაგრა არ მინდა. ზედმეტ თავდაჯერებულობას შემატებს გუნდს და გაისად ნახევარფინალიც სანატრელი არ გახდეს.

რთულია დავწერო როგორ ვნატრობ ჩემმა გუნდა ლიგის თასი აწიოს. ბოლოს ეს როცა მოხდა ზუსტად მაგ ფინალის ყურებით შემიყვარდა იუვე.

ბარსელონა ჩვენზე 2 თავით მაღლა დგას და ეს ფაქტია რაც ძალიან არ მსიამოვნებს…

ამ ზაფხულს უნდა შეივსოს ის მანძილი რომელიც ევროპულ გრანდებს გვაშორებს და უკვე სტაბილურად ვიყოთ ნახევარფინალისტები როგორც ამას ბარსა, ბაიერნი და რეალი ახერხებენ.

ჩვენ არაფრით არ ვართ მათზე ნაკლები და დრო მოვიდა ბრუციანმა და სასტავმა შეიგნონ რამხელა გუნდში არიან!

ფორცა იუვე!!!

ir.ak.li.
9 years ago

ყველაზე მთავარი ბერლინის საგზურია. :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

barona
9 years ago

სიზმარი ვნახე 3-3დამთავრდა:D:D

arseni
9 years ago
Reply to  barona

ღმერთმა ქნას !

barona
9 years ago

ბავარია1 წამოვიდა იუვეX2 დღეს ველოდები ნაპოლის 2..ფიორეს 1X კიი იყო 15კუში..

Tornike Iosava
9 years ago

ალეგრიშე ფინალში გაგვიყვანს და დაჟე მოვიგეებთ მგონი ჩემპ ლიგასაც და მერე ნახე შენ ტრანსფერები და ამბებიიი :forza: :forza: :forza: მიდი ალეგრიშე ჯიჯის ოცნება უნდა აუხდინოო :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

ალეგრის უეჭველი 4.5ზე მეტ წუთს რო დაამატებს მსაჯი მეორე ტაიმს ეს უწერია :chuvak:

barona
9 years ago

ალეგრი არვიცი მარა მერო X2მაქ აგებული იმედია წამოვა:D..რაგაც მგონია გატყდება ეს თამაში…3ვე 1წამოვიდა X2 მგონია

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  barona

იუვეს გასვლა მიწერია, გუშინ ბავარიას 2 გოლი მეწერა, ხვალ კიდე ფიორეს 2 გოლი და ნაპოლის გასვლა

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x