ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”ეს იყო მამაცი “იუვენტუსი””

მასიმილიანო ალეგრი-ს განცხადებით მისი გუნდი მამაცურად იბრძოდა რეალის წინააღმდეგ და ამიტომაც დაიმსახურა ფინალის საგზური:”ჩემს განკარგულებაში ირიცხებიან ფანტასტიური მოთამაშეები. ეს კი მართლაც რომ გამორჩეული ნახევარფინალური დუელი იყო, რომელშიც შანსები ორივე კლუბს ჰქონდა. ჩვენის მხრივ უნდა აღვნიშნო, რომ მეტად ცივ სისხლიანები უნდა ვყოფილიყავით და პირველ ტაიმში ბოძებული შანსები ჯეროვნად გამოგვეყენებინა. ჩვენ დავიმსახურეთ ფინალი და როდესაც უკვე აქ ვართ, მოგვიწევს გავიღოთ ყველაფერი რაც გვაქვს მიზნის მისაღწევად”..

“მეორე 45 წუთში მათ ისევე როგორც ჩვენ 3-4 მომენტი ჰქონდათ. არაფერი მაქვს ჩემი შეგირდებისადმი სასაყვედურო.. მათ ლიგის ფინალში და იტალიის თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. დიახ, ვიცი რომ ამის გამო თასის შეხვედრის თარიღი შეიცვლება. ჯეროვნად მოგვიწევს ლაციოსთან შეხვედრისთვის მომზადება”.

იტალიის თასის ფინალი 7 ივნისის ნაცვლად 20 მაისს გაიმართება..

“ყველას კარგად გვესმოდა, რომ რთული მატჩი გველოდა. საკუთარ შეგირდებს ტაქტიკური და ტექნიკური წინდახედულობისკენ მოვუწოდე. ჩემპიონთა ლიგის ფინალში იტალიური კლუბის დაბრუნება იყო მნიშვნელოვანი შეტყობინება. ისკო და როდრიგესი არცთუ ისე ძლიერები არიან უკანა ხაზში და შესაბამისად ჩემს შეგირდებს ვთხოვე ეს ორი მოთამაშე რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ ჩვენი ნახევრიდან”.

ფინალში მაქს ელის ლუის ენრიკეს ბარსელონა..

“მათ წინააღმდეგ პრაქტიკურად შეუძლებელია თამაში. მაგრამ ერთია კატალონიელებს ორ რაუნდიან დაპირისპირებისას შეხვდე და მეორეა როცა შეხვედრა ერთი მატჩისგან შედგება.. იქ კი უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიმყოფებით კარგ ფიზიკურ ფორმაში, ხოლო მათ შემადგენობაში ფანტასტიური სამკუთხედი ჰყავთ. თუმცა, ბერლინში იმ განცდით მივემგზავრებით რომ შევძლებთ ტიტულის აპენინებზე ჩამოტანას”.

ჯანლუიჯი ბუფონი-ს მოსაზრებით ეს არის ბედისწერა, რომ იგი კვლავ მიემგზავრება ბერლინში, სადაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა სკუადრა აძურის რიგებში :“შესაძლოა ეს ბედისწერა იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ასეთ სცენარს ნატრობდა. იქონიეთ მხედველობაში, რომ ფინალში ტურისტების რანგში არ გავსულვართ. აქ მოვედით იმისათვის, რომ მონაწილეობა მიგვეღო უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში. სიამაყით ვარ სავსე საკუთარი პარტნიორების გამო და იმ გზით რაც ჩვენმა გუნდმა განვლო. ხშირად არ ხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გეძლევა თამაშის საშუალება.. შედეგად სანახევროდ ვერ დავიხარჯებით.. აუცილებელია ყველაფერი გავიღოთ რაც გაგვაჩნია”.

ალვარო მორატა გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ბერნაბეუზე შეკრებილმა ესპანურმა ქომაგმა მისი მისამართით სტვენა დაიწყო. თუმცა, ფორვარდი მოხარულია მისი გუნდის წარმატებით :“ბედნიერი ვარ! დიდი მადლობა თითოეულ ტიფოზს, რომელიც ამ მატჩს დაესწრო ბერნაბეუზე. გარწმუნებთ, ყველაფერს გავიღებთ რომ ფინალში წარმატებას მივაღწიოთ. ურთულესი იქნება ბარსელონასთან თამაში, მაგრამ შევეცდებით მათ დაჩოქებას ბერლინში. ამ გუნდს უკვე 12 წელია ლიგის ფინალი არ ენახა, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია პროგრესირება და ოცნების გაგრძელება”..

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მორატამ ნახევარფინალის ორივე დაპირისპირებაში შესძლო თავის გამოჩენა:

“რთულ მდგომარეობაში ვიყავი. უმნიშვნელოვანეს მატჩებში გამქონდა გოლები და მათ ვერ აღვნიშნავდი. მე-იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებ. გოლს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, მეგობარ გოგონას და ტიფოზებს, რომლებიც მუდამ იდგნენ ჩემს გვერდით. ასევე ჩემს აგენტს, რომელმაც გასულ სატრანსფერო ბაზარზე გამოხატა რადიკალური და მიზანმიმართული პოზიცია”.

გასულ ზაფხულს ბიანკონერიმ მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველი პატრის ევრა შეიძინა. 33 წლის ფრანგის ტრანსფერს დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. უფრო მეტად ნეგატივი ისმოდა ვიდრე დადებითი. დაიწყო სეზონი და ევრა რიგ ეპიზოდებში არ გამოიყურებოდა სათანადო დონეზე, თუმცა ეტაპობრივად იგი გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. უდაოა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მან საკუთარი გამოცდილებით დიდი დახმარება გაუწია პარტნიორებს :“ვფიქრობ ორი მატჩის ჯამიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი მივიღეთ. ყოველთვის როდესაც ამ ტურნირში ვიღებ მონაწილეობას, სწორედ ფინალში თამაშზე ვარ ორიენტირებული. ყველაფერს ვიღებ სანუკვარი მიზნის მისაღწევად. სიმართლე გითხრათ შიშს არასოდეს დავუტყვევებივართ. 1-0-ის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ გაგვიჭირდებოდა მაგრამ ჩვენ ამას შევძლებდით”..

“უსამართლობა იქნებოდა მადრიდის დატოვება ისე, რომ გოლი არ გაგვეტანა. შესაძლოა ჩემმა სიტყვებმა პარტნიორებზე პოზიტიურად იმოქმედა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მასიმილიანო ალეგრი და მისი უსაზღვროდ დიდი მენიუ.. მწვრთნელს ვარირებისთვის უამრავი ჯანსაღი იდეა ჰქონდა და შედეგად ჩვენ მისი დახმარებით მოვიპოვეთ ბერლინის საგზური”.

ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიურ ბარსელონას დაუპირისპირდებიან, რომელიც 6 ივნისს ბერლინში გაიმართება:

“ეხლა კი ჩვენ შევხედავთ თუ როგორი იდეების არსენალი აქვს მომზადებული ალეგრის ბარსასთვის”.

2003 წლის შემდეგ იუვე უბრუნდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს. მას შემდეგ რაც გუნდმა 3-2 დაამარცხა სამეფო კლუბი ალეგრის შეგირდებმა ბერლინის საგზური მოიპოვეს. არტურო ვიდალი სავსე იყო ემოციებისგან და განაცხადა, რომ მათთვის ეს მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია :“ბარსას რიგებში ფანტასტიური მოთამაშეები ასპარეზობენ, მაგრამ არც ჩვენ გვყავს ნაკლები. ბერლინში ცხოვრების მატჩი გველის! იუვენტუსი არის ძლიერი ერთიანობით, რომელიც გაგვაჩნია. ფეხბურთელები უკვე წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, რაც გვიადვილებს მიზნის მიღწევას. ჩვენი იუვენტუსი არის დიადი”.

“ჯერჯერობით ჩვენთვის ნომერ პირველი მიზანი იტალიის თასის მოპოვება არის და უკვე ამის შემდეგ დავიწყებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრს”– საუბრობს მატჩის დასრულების შემდეგ ბიანკონერის შუახაზელი კლაუდიო მარკიზიო. გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედს გამოთქვამენ, რომ მათი გუნდი ბერლინშიც მიაღწევს წარმატებას:“უმჯობესია დღევანდელით ვიცხოვროთ. რა თქმა უნდა კარგია ტიფოზების მხრიდან ასეთი ოპტიმისტური განწყობა, თუმცა მოვლენებს არ უნდა გავასწროთ. წინ კიდევ გვექნება იმის დრო, რომ კარგად დავფიქრდეთ ფინალზე. რწმენა საკუთარ ძალებში, რომელსაც ეხლა ხედავთ დაგროვება ეტაპობრივად დაიწყო ჯგუფური ეტაპიდან. დიახ, ქვე ჯგუფში ორჯერ დავმარცხდით, მაგრამ დორტმუნდის წინააღმდეგ ვაჩვენეთ ყველას თუ რას წარმოვადგენთ რეალურად. დღეს, კი უკვე ასეთი დიდი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. საკმაოდ გვაქვს მომატებული რასაც მოწმობს კიდევაც წლევანდელი სეზონი”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
cherqeza
9 years ago

:forza: :forza: :forza:
:juvee: :juvee: :juvee:
12 წლის მერე ფინალი და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი

vakhtang karchava
9 years ago

ალეგრიმ დაამტკიცა რომ უძლიერსი ტაქტიკოსია! ახლა კარგად დაისვენე მაქს და ფინალზე იფიქრე,სერიას პადოინი მიხედავს)) :juvee: :juvee:

Di Francesco # 1
9 years ago

ვამბობდი რო ისევ კიელინი იქნებოდა მთავარ როლში და ასეც გამოდგა. შეიძლება ბევრი სწორხაზოვნად უყურებს და ასეთ სემთხვევაში მარტივია კიელინის დადანაშაულება მარა მეორე მხარეც არსებობს, რეალურად იუვე მაინც გაუშვენდა გოლს და კაცმა არ იცის რა დროს გაშვებული გოლი იქნებოდა ყველაზე კარგი ჩვენთვის, მემგონი რა დროსაც გავუშვით იმ დროს გაშვება იდეალურ იყო. არ ვამბობ რო კიელინი ძალით აიკიდა მარა კიელინს შეუძლია შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღება და შეცდომა ვერასდროს უარყოფით გავლენას ვერ ახდენს კიელინზე, პირიქით იმ შეცდომის გამო ორმაგი პასუხისმგებლობით იყო მეორე ტაიმში და საუკეთესოც იყო მოედანზე, იუვე გოლს რო გაუშვებდა ფაქტი იყო და მე მგონია რო იდეალურ სიტოაციაში გავუშვით გოლი, პენალტის გაშვება ნაკლებად… Read more »

delpieronedved
9 years ago

გეთანხმები ისეთ დროს გავუშვით პირიქით უფრო გამოასწორა იუვეს თამაში

mamuka tsagareishvili
9 years ago

კიელინი ძალიან ხისტი მცველია ამიტომაც საჯარიმოში საშიშია მაგრამ საჰაერო ბრზოლებში ძლიერია ბარსასთან მაგრად გაგვიჭირდება რონალდო და ბეილი მაინც კონტრატაკაზე არიან ძლიერები ამიტომაც მივაღწუეთ წარმატებას.აი მესი და ნეიმარი ჩამჯდარ დაცვაშიც მშვენივრად შედიან ამიტომ უდიდესი გამოცდა გველის მთავარია ფინალშივართ ერთად როგორც აქამდე მიყვარხარ იუვე ბავშვობიდან და მუდამ შენი ფანივარ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

delpieronedved
9 years ago

კასილასს რო რეალის ფანი შეაგინებს, ის არის ყველაზე ცუდი რო პატარა ბავშვები არიან უმეტესობა რეალის ფანები და ტყუილ უბრალოდ აგინებენ ლეგენდარულ მეკარეს

delpieronedved
9 years ago

აი რა მოყვება უაზროთ თვითდაჯერებულებას, იუვეს შანსი არ აქო პირველივე თამაშს ჰანდიკაპით მოიგებს რეალიო მადრიდში 4-1 6-1 იო და რავიცი რეებს წერდნენ რეალის საიტზე

9 years ago

გილოცავთ მეგობრებო…
ამაყი ვარ :forza:

Vega
9 years ago

ყველას გილოცავთ ძმებოოოოოო… წუხელ ისეთი ვიღრიალეეე ალბათ პერესიც გაიგონებდა მადრიდში…:) მადლობა მთლიანად გუნდს და მწვრთნელს საღოლ მორატას. ახლა იმ ბალეტისტა რონალდომ თითი კი არ ირტყას შუბლზე არამედ აიღოს აგური და ის ირტყას.

dato_juventino
9 years ago

ყველას გილოცავთთ იუვენტინებოო კიდე არ მჯერაა რო იუვე ფინალშიაა ამდენი წლის მერე ბრაო ბიჭები ბრაო ალეგრი. ფინალს რაც შეხება თამამად შემიძლია ვთქვა რო იუვე ესთი ფეხბურთი თუ აჩვენა როგორც მადრიდში თასი იუვეს დარჩება ამის დიდი იმედი მაქ.ბრაო ბარო და კიდე არ მჯერაა :juvee: :juvee: :juvee:

JuventinoToko
9 years ago

იშვიათად ვწერ კომენტარებს და ახლა მინდა რაღაც გითხრათ. პირველ რიგში გილოცავთ. ოცნება ერთი ხელის გაწვდენაზე გვაქვს. სათქმელს რაც შეეხება ბევრი ამბობს, რომ აწყობილი გუნდი ჩაიბარა ალეგრიმ და მისი დამსახურება ცოტაა. არ ვეთანხმები ვინც ამას ამბობს. ჯერ ერთი აწყობილი გუნდების ჩაბარება გვარდიოლამ რომ იცის ისე უნდა და მეორე, კონტეს იუვე იყო გუნდი რომელსაც თუ რამ აკლდა ეს პირველ რიგში კლასი იყო. ლიგაზე არ გვქონდა თავდაჯერებულობა და თუ ვინიცობაა გავიტანდით ბოლომდე დაცვაში უნდა ჩავმდგარიყავით. გუნდს ქონდა მხოლოდ 1 ტაქტიკა და ა.შ. წელს ჩემპიონთა ლიგაზე მე ვხედავ გუნდს, რომელმაც ყოველ თამაშზე იცის, თუ რა უნდა გააკეთოს წარმატებისთვის. არ ვიცი რა იქნება ბერლინში იმ… Read more »

Vega
9 years ago
Reply to  JuventinoToko

ახლა ეს კონტეს მიაწერონ რამეფრად. კონტესგან მე ასეთი თამაში არ მახსოვს სვარკების მეტი.

Gigg
9 years ago

არ შემიძლია არ ავღნიშნო იკერის სიდიადე, როდესაც ვიდალი დაეცა საჯარიმოში და იწვა, 1-1 ანგარიში და მეორე ტაიმი ბოლოსკენ მიდიოდა, და ბევრისგან განსხვავებით, თამაში არ გააგრძელა და ვიდალისკენ გაიქცა… და მერე ამ კაცზე ვინმე აგდებულად ილაპარაკებს და უკანასკნელ დღეებში კიდე როგორ მოექცნენ …

Respect!

Forza Juve!

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x