საკი:”იუვენტუსმა გამოაცოცხლა იტალიური ფეხბურთი”
არიგო საკი ულოცავს წარმატებას ტურინულ კლუბს და დამატებით მცირე რჩევასაც აძლევს ბარსელონას წინააღმდეგ:“შავბნელ იტალიურ ფეხბურთში იუვენტუსმა მზე შემოიყვანა. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე არცერთ იტალიურ კლუბს არ გადაუკვეთავს 1/4 ფინალი. ინტერი? დიახ, თუმცა მათ რიგებში ფაქტიურად არავინ არ იყო იტალიელი ეს კი სამარცხვინოა. იტალიაში ამ ტურნირის გამო მზად არიანი ეშმაკსაც კი მიჰყიდონ სული. ელემენტარულად რეალი ავიღოთ მაგალითისთვის.. დიახ, მათ რიგებში ექსტრა კლასის ვარსვკვლავები ირიცხებიან, თუმცა დიდ ბირთვს მაინც ესპანელები წარმოადგენენ. ჩვენთან კი სიტუაცია დგას ასე:”მთავარია მოვიგო”.. ბუნებრივია, რომ საკუთარი ფეხბურთელების ხილვაც მოგვესურვება მსოფლიო ფიგურების გვერდით. იუვეს წარმატება კი არის სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების და ხელმძღვანელობის ერთიანი შრომის შედეგი. გადაწყვიტავს თუ არა მესი მატჩის ბედს? ეს მის კლუბზეა დამოკიდებული. მივა თუ არა მასთან ბურთი და რამდენად ხშირად. იმაზე ფიქრი თუ ვინ აიყვანს მას პერსონალურად შორს წაგვიყვანს. საერთოდაც, ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ იუვე ერთით ნაკლები ფეხბურთელი უნდა გაიყვანოს მინდორზე. დღევანდელ დღეს პერსონალური მეთვალყურე უკვე ნაკლებად ეფექტურია. მთავარია გუნდური ქმედება და თამაში. ბარსას დამარცხება შეიძლება იმ შემთხვევაში თუ იუვენტუსი არ დაუშვებს შეცდომებს და იქნება ერთიანი მექანიზმივით მინდორზე”.
წყარო: Football Italia
ჩემი აზრით კონტე უნდა წავიდეს კლუბში და იქ კიდე ერთხელ დაამტკიცებს რა შეუძლია.. მილანში მოითხოვოს ნორმალური სასტავი და ინძაგის, ზეედორფს და მისთანებს კი ჩაისვამს ჯიბეში…. ძაძას დიდი ფეხბურთელობის მე არ მჯერა რატომრაც და ბერარდის კი მივცემდი შანსს, თუმცა რასაც მაგას სასოულო აფასებს რავიცი
კონტეს რაც შეეხება მე არ მჯერა მაგის დიდი მწვრთნელობის… კიი რაც იუვესთვის გააკეთა მაგრათ ვაფასებ მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ რომ ის ზედიზედ სკუდეტოები მილანის და ინტერის კონკურენციის გარეშეა მოპოვებული! ალეგრიმ ფაქტიურად იგივე გუნდით უკვე რამხელა შედეგი დადო და რაავი არამგონია კონტეს იგივე მოეხერხებინა თავის ხშირ შემთხვევაში ზედმეტად დაცვითი ტაქტიკით… შარშან კონტემ იგივე გუნდით ბენფიკას ვერაფერი მოუხერხა და წელს ალეგრიმ რეალს მოუგო! მემგონი ძალიან დიდი განსხვავებაა))
არ არის ბარსა დღეს დაუმარცხებელი გუნდი! ჩემი აზრით გვარდიოლას ბარსა უფრო ძლიერი იყო ვიდრე დღევანდელი! თუნდაც ბაიერნთან პირველ თამაშში იმენა მესიმ გადაწყვიტა მატჩის ბედი თორე მანამდე ნახევარი შემადგენლობით მაგრათ იდგა ბაიერნი. მთავარია რო დიდი სივრცეები და თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივცეთ! რეალი დღეს არანაკლებ ძლიერია ვიდრე ბარსა! კიი ძაან გაგვიჭირდება მთლიანობაში მარა სწორი თამაშით ნაღდად შეიძლება მოგება!
კონტე კი ტამაშობს მარა ანგარიშის შენარჩუნება არ ეხერხება რაც ალეგრის შესანიშნავად გამოსდის,დიდი ანგარიშით მოგების გემო დამავიწყა კონტემ,სუსტ გუნდთანაც კი რო გაიტანდა 1 გოლს ეგრევე დაცვაში ჯდებოდა და ანგარიშს ვერ ინარჩუნებდა ვერასდროს,კონტე არის გუნდის ასაწყობი მწვრთნელი და მერე აღარ იცის რა გააკეთოს,ალეგრის ყველაფერი კარგად გამოსდის ჯერჯერობით და მგონია რო დიდი მწვრთნელია ჩვენ წინაშე რომელიც დადებს დიდ შედეგებს და კონტე დარჩება ყოველთვის ამპარტავან და უაზრო ამბიციურ მწვრთნელად
იუვე თუ გამოაცოცხლებდა წელს იტალიურ ფეხბურთს აბა ფიორეს იმედზე ჩემი მტერი იყოს სამარცხვინო 2 მატჩი სევილიასთან.აი ნაპოლი კი სხვა საკითხია პირველ მატჩში ჩათვლილი აფსაიტი და მეორეში ჯარიმა უნდა დაედო მსაჯს და გოლი უნდა გაეუქმებინა ვედრებით გადმოსხმულ წვიმა ოო ეს უკვე ცალკე თემაა :)
გილოცავთ ყველას იუვეს ამ დიდ წარმატებას, მე მილანს ვგულშემატკივრობ მაგრამ ლიგაზე რეალთან ისე მიკანკალებდა მუხლები როგორც მილანის თამაშებზე მემართება, იმედია ფინალს მოიგეებთ და სერია ას კიდევ ერთ ლიგის თასს მიუმატებთ, <3 წარმატებები <3 ჯიჯის ეკუთვნის ერთი ლიგა რომელი გუნდის გულშემატკივარიც არუნდა იყო ჯიჯი #1 მეკარეა და ჩემი კუმირია ასევე პირლო თავის პოზიციაზე <3
ჩვენც მასე ვართ უმეტესობა, მილანის და ინტერის თამაშებზე ლიგაზე
ინტერის ყველაზე ნაკლებად )))
მილანი
ჭკვიანი კაცია, იცის რო მნიშვნელოვანია იტალიურ გუნდში იტალიელების დიდი რაოდენობით არსებობა.
გეთანხმები! იუვე და მილანი მაგით იყვნენ ყოველთვის გამორჩეულები,ინტერსაც იტალიელების იგნორირებისთვის ვერ ვიტანდი! ახლა კიდევ დიბალა-კავანიზე რომ ჩალიჩობენ შეტევა იტალიელების გარეშე გვრჩება ტევესი,მორატა,ლორენტე,დიბალა,კავანი,კომანი რა უბედურებაა ამდენი უცხოელი,იტალიელებსაც ხომ უნდა მიეცეს შანსი?!ძაძა და ბერარდისაც უნდა მისცენ შანსი და კონკურენციაში ვინც ივარგებს ღმერთმა გაუმარჯოს! შეიძლება დიბალამ იუვეში მართლა გაიბრწყინოს,მაგრამ ასევე შეიძლება იგივე გააკეთოს თუნდაც ბერარდიმაც. მთლად ასეთი იგნორირებაც არ შეიძლება იტალიელების,ეს ხომ იუვეა!!!
კონტეს იმედი მაქ რო ამ ვითომ უნიჭო და ჩამოწერილი იტალიელებით ჯერ ევროპას მოიგებს და მერე მუნდიალს, ამის შემდეგ მაინც გაჩუმდებიან ლეგინერებზე შეყვარებული გულშემატკივრები.
კონტე ვითომ ჩააჩოჩეს ამ ეტაპზე და აღარ ჩანს ისე აქტიურად მარა მოვა დრო და ყველას დაჩრდილავს მისი შედეგებით, ბერარდით ძაძათი და იმობილეთი აფორთხებს ნებისმიერ გუნდს ჯერ ევროპაზე და მერე მუნდიალზე
კონტესი მეც მჯერა,ფაქტიურად ახლი გუნდია ასაწყობი და მაგ საქმეში მას ბადალი არ ჰყავს,შეიძლება ტაქტიკოსი არ იყოს გენიალური,მაგრამ ფუნდამენტის შენება,გუნდის შეკვრა,მოგებაზე დაგეშვა,ბრძოლისუნარიანობა ყველაზე მეტად შეუძლია.ტალანტების ცვენა ნამდვილად არ არის იტალიაში,მაგრამ სანაკრებო კარგი შემადგენლობის შეკრება შეიძლება,ოღონდ მაგარი მუშაობაა საჭირო და კონტეს ამაში ვერავინ შეეჯიბრება…
ტაქტიკოსი პრანდელი იყო მაგარი მარა სასტავს ვერ არჩევდა ნორმალურად, დე შილიოებზე აბატეებზე და ელ შაარავებზე იყო გადაკიდებული, მუნდიალზე ძლიერი შემადგენლობა იგებს და ტაქტიკურ გათვლებს შედარებით ნაკლები გავლენა აქ, მუნდიალზე კონტესნაირი ემოციური და მუხტის მიმცენი ტრეინერები უფრო ქაჩავენ, თუმცა ისეც არაა რო ტაქტიკის აზრზე არ იყოს, უბრალოდ თავიდანვე რასაც ირჩევს იმას ბოლომდე მიყვება და ხშირი ცვლა არ უყვას, პრანდელი ერთ თამაშში 9ჯერ ცვლიდა ტაქტიკას მარა საბოლოოდ გამოჩნდა რო მარტო მაგი არ ყოფილა მთავარი
სანამ კონტეს 3-5-2-ჭირს არაფერი გამოვა,მე არ ვარ 3-5-2-ის წინააღმდეგი,თუმცა საჭიროების შემთხვევაში როგორც ამას ალეგრი აკეთებს,და მაგრა არ მიყვარს კონტეს სვარკა.
დიდი გულშემატკივარი ვარ იტალიის და რაც ფეხბურთი გავიგე 5-6 წლის ვიყავი ალბათ იმ დღის მერე “ლურჯებს” ვქომაგობ და ეს დაახლოებით 18 წელია ეგრეა და იუვესაც დაახლოებით ეგრე ვქომაგობ მაგრამ აი კონტეს მოგებული ევროპა და მსოფლიო არ გაიშვა არსად ბაზარი არ არის დიდი ლეგენდაა იუვესი და იტალიის ასევე იუვეში დიდი საქმე გააკეთა მაგრამ ევროპის მოგება თავისი ხისთავიანობით არამგონია შეძლოს და მითუმეტეს მსოფლიოზე ლაპარაკი ზედმეტია… ასევე დიდი ქომაგი ვარ სასუოლოსი და მაგრად მინდა ბერარდი 10 ნომრით ვნახო და ძაძა ქვას ქვაზე არ ტოვებდეს და მიკვირს მეც რო არ აბრუნებენ მაგრამ იმედი მაქვს ბერარდისაც დააბრუნებენ და ძაძასაც და მაგრად მომწონს ასევე სანსონეც რომელიც… Read more »