რუგანი : “როცა კლუბი გადაწყვეტს, მაშინ დავბრუნდები”
ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფი მცველს, დანიელე რუგანის ბებერ ქალბატონში არსებული კონკურენცია არ აშინებს და მოუთმენლად ელის მომენტს, როცა ბიანკონერები მის დაბრუნებას გადაწყვეტენ : “ნებისმიერ დროს მზად ვარ, იუვეს შევუერთდე, თუმცა ეს კლუბის გადასაწყვეტია, როცა ისინი საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ დადგება მომენტიც.მინდა სეზონის დასასრულს კარგ ფორმაში შევხვდე, ნებისმიერ შემთხვევაში, ივნისის დასაწყისში ყველაფერი ნათელი გახდება, ან ტურინში დავბრუნდები, ან არენდით გავაგრძელებ კარიერას.რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, დიდი გამოცდილება დავაგროვე, კმაყოფილი ვარ.”
ულაპარაკოდ უნდა დააბრუნონ.. მზად არის იუვენტუსისთვის
ბარძალი უნდა ჩაანაცვლოს რაც ადვილი საქმე არ არის იმედია მოახერხებს
მაგ უნდა დამეწერა მეც, 1 სეზონი გაუშვან სადმე და მერე სასტავში