მაროტა : “ხედირას ნამდვილად ვაკვირდებით”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ ედინსონ კავანის ბიანკონერებში ტრანსფერი გამორიცხა და დაადასტურა, რომ კლუბი სამი ხედირას აკვირდება : “სიმართლე გითხრათ, კავანის თაობაზე მოლაპარაკებები არც დაგვიწყია, იგი ფრანგული კლუბის საკუთრებაა და კონკრეტული სახის წინადადება ჩვენი მხრიდან არ გაკეთებულა, პრესაში იუვენტუსს ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ, ეს ნორმალურია.რაც შეეხება ხედირას, ჩვენი გუნდი ბოლო წარმატებების შემდეგ მეტად პრესტიჟული და მიმზიდველი გახდა, არაერთ მოთამაშეს სურს შავ-თეთრი მაისურის მორგება.ვიცით, რომ გერმანელი მადრიდულ გუნდთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, შესაბამისად, სიტუაციას ვაკვირდებით და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.”
სკამზე არ გვაწყენს