მაროტა:”ტევესის მომავალი მის ხელშია”
ჟურნალისტებთან საუბარში ჯუზეპე მაროტამ კარლოს ტევესის მომავალზე ისაუბრა:“არგენტინელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შევხვდებით. ჩვენი სურვილია, რომ მომავალ სეზონშიც დაიცვას ბიანკონერის ღირსება, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი იღებს. ინტერესი ხედირასადმი? დიახ, განვიხილავთ ამ ტრანსფერს როგორც პოტენციურად შესაძლებელს ჩვენთვის”. ბოლო პერიოდში მადრიდის რეალის გერმანელი ნახევარმცველის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა და როგორც ჩანს მისი ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალურ სახეს იღებს.
წყარო: Tuttosport