ნეტო : “იმედი მაქვს, კვირის ბოლოს ყველაფერი ცნობილი გახდება”
ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტის, ბრაზილიელი ნეტოს დამატებას აპირებს.ჯერ კიდევ “ფიორენტინას” მეკარეს იებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და გადაწყვეტილია, რომ 25 წლის ფეხბურთელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს : “ვინჩენცო მონტელასთან პრობლემები არასდროს არ მქონია, მასთან იდელური ურთიერთობა მაქვს, მწვრთნელმაც და კლუბმაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხანია იციან.მომავალი კლუბის საკითხს პირადი აგენტი მოაგვარებს, მას ვენდობი და იმედი მაქვს, კვირის ბოლოს ყველაფერი გახდება ცნობილი.იმედია, შემოთავაზებები იქნება, მე კი ისღა დამრჩენია, ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი ავირჩიო”. აქვე გეტყვით, რომ ბიანკონერებს მეორე და მესამე მეკარეებს, მარკო სტორარისა და რუბინიოს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს ეწურებათ, შესაბამისად, ჯუზეპე მაროტას ჯიჯი ბუფონის შემცვლელებზე საფიქრალი ნამდვილად აქვს.
კარგი იქნება თუ პერინის იყიდიან და გაანათხოვრებენ რადგან ძალიან დიდი მომავალი აქვს და ჩემი აზრით ლეალის ჯობია თან წინ წაგდებული საქმე იქნება 15 ლიმონი კი მართლა არ არის დიდი ფული რომ პერინი მოიყვანონ.
ვაბშე ლეალის პერინი ხოარ ჯობია?
აუ რა ნეტოო. მეკარის პოზიციაზე ტრანსფერები არ გვინდა ჯერ სანამ ჯიჯი არ დაამთავრებს. როცა წავა მერე მოიყვანონ ლეალი და ვსიო. ეს რომც გადმოვიდეს სტორარი მეორეს არ დაუთმობს და არც სტორარი არ უნად გაუშვან
ისე მაგარი დირკაა ეს არვარგაააა
სტორარი მიდის ჰო მგონი და მაგიტო მოყავთ ეს თორე მეორე სტორარი არავის დაუთმობს მეორე მეკარეობას იმენა მხეცია სტორარიშეე