ხედირას ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება
პაულო დიბალას შემდეგ სამედიცინო შემოწმებას როგორც ჩანს სემი ხედირაც გადის. ტურინული პრესის ინფორმაციით ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა გალილეო ფერარის ქუჩაზე მდებარე ოფისში ოფიციალურად გააფორმოს 4 წლიანი ხელშეკრულება. მაროტასთვის ეს იქნება რიგით მეორე ტრანსფერი ამ მოკლედ პერიოდში. დიბალას შემთხვევაში მოლაპარაკების საფასური შეადგენდა 40 მილიონ ევრომდე, თუმცა საგულისხმოა რომ ეს თანხა სხვადასხვა სახის ბონუსებს ითვალისწინებს და შედეგად მაროტას პირდაპირ არ განუხორციელებია ასეთი დიდი ინვესტიცია. ხედირას შემთხვევაში კი ტრანსფერი უფასოა, რადგან ნახევარმცველს მიმდინარე სეზონის ბოლოს უსრულდებოდა კონტრაქტი მადრიდელებთან. მისი წლიური ანაზღაურება იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში იქნება 4 მილიონი ევრო.
წყარო: Tuttosport
mivesalmebi
მე როგორც ვიცი 28 მილიონი გადაიხადეს დიბალაში,+ 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი და 8 მილიონს დაუმატებენ თუ წარმატებით ითამაშებს!
principshi darmians marjvinavac sheudzlia tamashi damarcxniv kwadwo daadgeba
kargia kargia forza juvee <3 exla darmiani gvinda ai marjvena mcxveli vin unda movides ver vfpikrob de bruen tu moiyvanes tavdasxmelebis ukan satamshod daglijavs tan juves stilia tu arda berardishee moiyvanon