ალეგრი: ” პოგბა საკუთარი ძალების დემონსტრირებას უნდა შეეშვას”
“ვერონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება ნამდვილი თრილერივით წარიმართა. იყო გაცუდებული თერთმეტმეტრიანი და წითელი ბარათიც, ტურინელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება. მასიმილიანო ალეგრი თავისი გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშს აფასებს…
” ყველაფერი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბევრი შეცდომები დავუშვით და კონცენტრაცია გვაკლდა. უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით, ფრე ცუდი არაა, თუმცა მოგება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. პოგბა? ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ კონცენტრაციის დაკარგვისთანავე ტექნიკურ შეცდომებს უშვებს ხოლმე. ეს მისი ზრდის პროცესის ნაწილია, მაგრამ მოედნის ცენტრში საკუთარი თავის დემონსტრირებას უნდა შეეშვას. ”
“რაც შეეხება “ბარსელონას”, პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განეიტრალება და მხოლოდ ამას არ უნდა ვცდილობდეთ, უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ტემპი, შევუტიოთ და გავურთულოთ ცხოვრება მოწინააღმდეგეს. ახლა კატალონიელები განსხვავებულად თამაშობენ, ვიდრე პეპ გვარდიოლასთან ერთად, ლუის ენრიკეს გუნდი ნაკლებად ცდილობს ბურთის ფლობას და უფრო მეტად უტევს ხოლმე ცენტრიდან. ”
” როგორ მძინავს ფინალის მოლოდინში? ძალიან მშვიდად, ეს ისეთი თამაშია, რომლისთვისაც მშვიდად უნდა მოემზადო. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გუნდის აფორიაქება არ ღირს. თამაში გაგრძელდება 95 წუთს, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება 120 წუთს ვითამაშებთ. ტექნიკურ არსენალთან ერთად, მენტალური სიძლიერეც დაგვჭირდება. ხვალ დავისვენებთ, ბერლინისათვის მზადება კი ორშაბათიდან დაიწყება. არავინ გველოდა ფინალში, ასეთი რამეები ადამიანის ცხოვრებაში ხშირად არ ხდება. ამიტომაც, თასის სახლში წამოღებისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ” -აცხადებს ალეგრი.
“რთული მატჩი გამოდგა, რადგან ყველა ფიქრობს 6 ივნისსზე.. ბოლომდე დავიხარჯეთ, როგორც ყოველთვის. თუმცა, მოახლოებული ფინალი ბუნებრივია ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა ჩვენს ასპარეზობას. ამას დავუმატოთ აუტანელი სიცხე და მინდვრის საშინელი მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლიდა ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებას. მიუხედავად ამისა გამარჯვებას სწორედ ჩვენ ვიმსახურებდით, რადგან მეტოქის კართან უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და საუბარი მხოლოდ პენალტზე არ არის”- საუბრობს ჟურნალისტებთან ფერნანდო ლორენტე..
ორშაბათიდან კი გუნდი ბერლინისთვის დაიწყებს მომზადებას..
“მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მოახლოებული კვირა, რადგან ბარსასთან შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. უკლებლივ ყველა ასპექტს შევისწავლით, რომლებიც დახვეწვას საჭიროებს. მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ ოპტიმალური კონდიციების შესანარჩუნებლად”.
უმთავრესი ფაქტორი კი არის სიმშვიდის შენარჩუნება..
“მიმდინარე სეზონში სწორედ ამას მოჰქონდა ჩვენთვის დადებითი შედეგი.. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ იმავე გზას. ბუნებრივია მატჩის მოახლოება გაზრდის ვნებათაღელვას და ეს სწორიცაა, რადგან საქმე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხება”.
წყარო: football italia
დღეს უეჭველი 50 კუში ვისაც გინდათ ტორინოს 2 ბურით მოგება, რომას ნიჩია და სასუოლო – ჯენოას 4.5ზე მეტი გოლი
e axureb exla ale
rato unda sheeshvas mitumetes mogebul skudetos dros. . .
eg rapontia exla enrikemac unda tqvas mesize ? an ronaldoc unda sheeshvas?
kacs roca sheudzlia ratom unda sheeshvas,dges tuara xval xo gamouva
პერეირა კარგი შენაძენია
რა ტაქტიკით ითამაშებს?
ფანტასტიური თამაში გვჭირდება..ისე ბარსასაც აქვს მინუსები და ეს უნდა გამოვიყეოთ
პოგბაც და პირლოც ცენტრში ბევრ არა სასურველ ბურთს კარგავენ.. ფინალი იმედი მაქვს ასეთი ლაფსუსების გარეშე ჩაივლის.
გეთანხმები ხანდახან უაზრო ბურტებს კარგავენ…ამას ბარსა არ გვაპატიებს..დიდი ყურადგება გვჯირდება მოედნის ცენტრში
სად ნახა დემონსტრირება? პირიქით, სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოგბა თავს იკავებს სულ, მეტი შეუძლია ინდივიდუალურად, მაგრამ გუნდზე თამაშობს. იშვიათად ურტყამს და იშვიათად მიდის კაცზე მოსატყუებლად. მეტი გამბედავობაა საჭირო, ლიდერობა უნდა იკისროს
მიუხედავად იმისა რო პოგბა ჩემი ერთერთი ფავორიტი და კუმირია არ არის ეგ ჯერ კიდევ ბავშვია რო იუვენტუსის ლიდერობა იტვირთოს დღეს იუვეს ცალსახა ლიდერები ყავს ბუფონი ტევესი მარკიზიო ვიდალი ამათ მიყავთ თამაში მაესტროს როლს არ ვუკარგავ და არც მორატას მარა დიდწილად ამათ ზურგზე გადადის ყველაფერი და ასევე ვირივით მშრომელ ლიხტაზე პოგბა კიდე საოცრაი ბიჭია უდიდესი მომავლით უკვე ამ ეტაპზე ვარსკვავია და კიდე 3 წელი მინიმუმ უნდა შევინარჩუნოთ
მემგონი პირლოს ვერ უბედავს და პოგბაზე სპეციალურად ლაპარაკობს რო იქნება და პირლოც მიხვდესო ბარსასთან არც პირლოს ფინტაობები მინდა და მითუმეტეს არც პოგბასი, ერთ შეცდომასაც არ გვაპატიებენ და მოედნის ცენტრში ბურთის დაკარგვა უნდა გამოვრიცხოთ (ბურთის დაკარგვაში ისეთ დაკარგვას ვგულისხმობ როგორც ხშირად პირლო და პოგბა კარგავს და მერე სწრაფ კონტრშეტევას რო ვუშვებთ)
მართალი ხარ, მგონი პირლოსაც ჩაუნამიოკა მაგრამ პოგბასაც ეხება, ბარსასთან ტექნიკის დემონსტრირების დრო საკუთარ ნახევარზე არაა, შეცდომას არ გვაპატიებენ