ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი საუბრობს ფინალისტ მეტოქეზე

გთავაზობთ მასმილიანო ალეგრისთან ვრცელ ინტერვიუს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს და მეტოქეს ეხება.

– შაბათს მესის გოლი ნახეთ სამეფო თასის ფინალურ შეხვედრაში? და რა გაიფიქრეთ? რაშია “იუვენტუსის” ძალა?
– “იუვენტუსს” ტექნიკური ძლიერი მხარეების გარდა ძლიერი ხასიათიც აქვს. ჩემმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა თავისი ძლიერების თვითშეგნების მხრივ და ეს აიოლებს ფინალისთვის მზადებას. რაც შეეხება მესის ამ გოლს, მას უფრო ლამაზი გოლებიც გაუტანია. ჩვენ ვიცით ეს და კარგად უნდა მოვემზადოთ. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ის უძლიერესი ფეხბურთელია, ისევე როგორც ნეიმარი, სუარესი და განსაკუთრებით, ინიესტა.

– იცით, როგორ ითამაშოთ მათ წინააღმდეგ?
– ჩვენ ვიცით, რომ უბრალოდ უნდა ვითამაშოთ, თან ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ და იმის სურვილით, რომ დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია კონკურენციის გაწევა “ბარსელონასთვის”. კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან ასეთ თამაშში ყველაფერს ცალკეული ეპიზოდები წყვიტავს. ახლა არ უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება; უნდა ვიფიქროთ მხოლოდ მუშაობაზე.

თქვენ უკვე მოგებული გაქვთ “ბარსელონასთვის” 2:0, როდესაც “მილანის” მწვრთნელი იყავით. შეგიძლიათ ტაქტიკურად მოუგოთ მათ?
– “ბარსელონა” ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს; მისი ფეხბურთელები, განსაკუთრებით მესი და ნეიმარი, კლასით აღემატებიან მსოფლიოს დანარჩენ ფეხბურთელებს. ჩვენ არა მარტო ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, არამედ კომპაქტურადაც და უნდა გავანეიტრალოთ ან გამოვთიშოთ თამაშიდან მისი საუკეთესო ფეხბურთელები. პენალტებამდე მივა თუ არა თამაში? ეს ხომ ფინალია და შეიძლება ასეც იყოს. ამიტომ, თერთმეტმეტრიანებშიც ვივარჯიშებთ, თუმცა, არა მგონია პენალტების სერიამდე მივიდეს თამაში.

– რა მსგავსებაა 2006 წლის იტალიას და 2015 წლის “იუვენტუსს” შორის?
– ვნახოთ. თუ მოვიგებთ, რაღაც მსგავსება მოიძებნება, თუ არა – არა. გუნდს არაჩვეულებრივი სეზონი აქვს, გავხდით ჩემპიონები და მოვიგეთ იტალიის რიგით მეათე თასი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოგება დაუჯერებელი გვეჩვენება. ახლა ვემზადებით სწორედ ამისთვის.

– რას ნიშნავს ტევესი გუნდისთვის? და ფინალისთვის მზადებაში რა ცვლილებები შეიტანეთ?
– ტევესი ბევრს ნიშნავს გუნდისთვის, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. კარლოსს არაჩვეულებრივი სეზონი აქვს და ის დიდი ფეხბურთელია. თამაშისთვის ვემზადებით “ბარსელონას” თვისებების გათვალისწინებით, ჩვენ ერთკვირიანი მუშაობა გვაქვს წინ. თუმცა, არ ვატარებთ დღეში 2-3 ვარჯიშს და 2 საათი არ ვუყურებთ მეტოქის თამაშის ვიდეოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფინალია. არა, პირიქით ასეთ თამაშთან მშვიდი და უბრალო მიდგომაა საჭირო.

– მესის პერსონალურ აყვანას უნდა ველოდოთ?
– მესის პერსონალური აყვანა შეუძლებელია. უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ. მესის გარდა იქ არიან ნეიმარი, სუარესი და კიდევ სხვა ტექნიკური ფეხბურთელები, ასე რომ, დიდი გამბედაობა გვჭირდება. თუმცა აუცილებლად იქნება მომენტები ჩვენს სასარგებლოდაც. ბერლინში არ მივდივართ სამსხვერპლო კრავების როლში გოლების გასაშვებად. ურთულესი მატჩი გველის, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ბუნებრივია, უძიერესი ფეხბურთელები დაგვიპირისპირდებიან, თუმცა ჩვენ ამან არ უნდა აგვაღელვოს.

რას გეუბნებიან ქომაგები ახლა შეხვედრისას, წინა ზაფხულის მღელვარე დახვედრის გათვალისწინებით?
– ქალაქი და იტალია ენთუზიაზმით არიან სავსე. უკვე რამდნიმე წელია იტალიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ გასულა. ყველანი ენთუზიაზმით ველით ამ მატჩს. რაც შეეხება სკეპტიციზმს, მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ “იუვენტუსში” არაერთი მწვრთნელი მუშაობდა და მეც ერთერთი მათგანი ვარ. სკეპტიციზმი ნორმალური იყო – გუნდიდან წავიდა მწვრთნელი, რომელმაც სამი წლის მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწია გუნდში, მაგრამ მთელი კლუბის და ფეხბურთელების დახმარებით უნიკალურ შედეგს მივაღწიეთ. ამაზე უკეთესი მხოლოდ დამატებით ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაა. სწორედ ეს ჯილდო გვაკლია და ყველაფერს ვიზამთ, რომ ის სახლში წამოვიღოთ. ამაში ცოტა იღბალი არ შეგვიშლის ხელს.

– როგორი ატმოსფეროა ახლა გუნდში?
– ძალიან კარგი, სხვანაირი არც უნდა იყოს. ჩვენ 5 დღე გვაქვს ამ არაჩვეულებრივ საღამომდე. უკვე იქ ყოფნა დიდი ბედნიერებაა. ვნახოთ, იქნებ კიდევ უფრო ფანტასტიური გავხადოთ ჩვენი სეზონი.

კონკრეტულად როგორ ემზადებით ამ თამაშისთვის?
– საოცრებაა, როცა მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალსთვის ემზადება. მე გამიმართლა, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, რომელიც 4 წელია წარმატებას აღწევს და ბოლო სეზონი კი საერთოდ გამორჩეულია. ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი თამაშისთვის ვემზადები.

– “რეალთან” შეხვერდა დაგეხმარებათ ფინალისთვის მომზადებაში?
– დიახ, დაგვეხმარა. ჩვენი მეტოქე იყო ჩემპიონთა ლიგის წინა წლის მფლობელი გუნდი მაღალი კლასის ფეხბურთელებით. თუმცა ფინალში კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშოთ. “რეალთან” ორი თამაში გვქონდა, “ბარსელონასთან” – ერთია და ამაში არის ჩვენი მცირე უპირატესობა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოვებასთან ერთად დაძაბულობა პიკს აღწევს.კლაუდიო მარკიზიოსა და მასიმილიანო ალეგრის პრესს-კომფერენციის შემდეგ “იუვენტუსის” რამდენიმე ფეხბურთელის ინტერვიუ გავრცელდა, მთავარი სასაუბრო თემა კი, რაღა თქმა უნდა, “ბარსელონასთან” დაპირისპირებაა : “რაც უფრო ახლოვდება მატჩი, იმატებს გრძნობები და ემოციები.ძალიან ბედნიერი ვარ, უახლოეს დღეებში ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ვითამაშებ.სხვა ფეხბურთელების მსგავსად ვფიქრობ, რომ ლიგის ფინალი უდიდესი მიღწევაა, ამიტომ ამ მომენტით ვტკბები და განსაკუთრებულად ვემზადები.ბარსელონას მსგავსად, ფავორიტად ითვლებოდნენ ჩვენი წინა მოწინააღმდგეებიც, მაგრამ ჩვენი ძალა მინდორზე დავამტკიცეთ.იმედი მაქვს, შაბათს გავიმარჯვებთ, ფავორიტად შერაცხული გუნდი კი დამარცხდება” – ავრცელებს არტურო ვიდალის ვიდეო ინტერვიუს ბიანკონერების ოფიციალური ტვიტერის გვერდი.

კატალონიურ გრანდს ფავორიტად თვლის ანდრეა პირლოც, თუმცა მაესტროს თქმით, “იუვენტუსმა” იცის როგორ ითამაშოს : “დიახ, ეს ჩემთვის რიგით მეოთხე ფინალია, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.განსაკუთრებული და უნიკალური მატჩი იქნება, ვიცით, როგორ ვითამაშოთ, ბარსა ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ხავი ? – ბედნიერი ვარ, რომ მის წინააღმდეგ ამდენჯერ მითამაშია, უდიდესი მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია.ბერლინის ფინალი ? – 9 წელი გავიდა, თუმცა იმ ემოციების დავიწყება შეუძლებელია, იმედი მაქვს, შაბათს ზუსტად ისეთი ბედნიერი ვიქნები.”

ალვარო მორატას სჯერა, რომ ბიანკონერებს “ბარსელონას” ცხოვრების გართულება შეუძლიათ : “შანსი რომ არ გვქონდეს, ბერლინში არც ჩავიდოდით.გერმანიაში იმიტომ არ მივფრინავთ, რომ ბარსელონას უბრძოლველად დავუთმოთ ჩემპიონის ტიტული, რთული მატჩი იქნება.თუ გავიტან, ეს გოლი ნამდვილად არ მომაყენებს ტკივილს, როგორც ეს მადრიდის რეალის შემთხვევაში იყო, პირიქით, წინასწარ მოვიფიქრებ, თუ როგორ აღვნიშნავ.თუმცა ლიგის ფინალში გოლის გატანა იოლი არ არის, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.ამ დონის ტურნირის ფინალში როდესაც თამაშობ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდება, თუმცა მე, როგორც რეალის ყოფილ ფეხბურთელს, ბარსას წინააღმდეგ ფინალში განსაკუთრებული მოტივაცია მექნება.მათი შემტევი ტრიო ? – უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიან, საოცარ სეზონს ატარებენ.ჩვენი მთავარი იარაღი დაცვაა, ჩემი აზრით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზი გვყავს.მესი ? – ლუის ენრიკეს გუნდი მარტო მესი არაა, ლეო მათი ლიდერია, მაგრამ თუ მთელი გუნდი არგენტინელის განეიტრალებაზე იზრუნებს, ნეიმარი და სუარესი შეგიქმნიან პრობლემებს.ხალხი ყოველთვის მათ შეტევით პოტენციალზე ლაპარაკობს, თუმცა ესპანელებს დაცვაც შესანიშნავი ჰყავთ, ძალიან დაბალანსებული გუნდია.მომავალ მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფინალში შემთხვევით არ ვართ და მჯერა, წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია.”

ტურინელთა ათიანი, კარლიტოს ტევესი ფინალში ბრძოლას უკანასკნელ წამებამდე აპირებს : “რას გავაკეთებდი გასამარჯვებლად ? – თითოეული იუვენტინოს მსგავსად, ნებისმიერ რამეზე წავიდოდი.ჩემპიონის ტიტული გვინდა.ფინალში უბრძოლველად არ გავსულვართ, არავის გვეშინია და მოუთმენლად ველით მატჩის დასაწყისს.არგენტინელების დუელი ? – არა, ეს იუვენტუსი ბარსელონას დაპირისპირებაა და არა ჩემი და მესის, ჩვენ ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი ვართ.შაბათისთვის მშვიდად ვემზადებით, არ ვნერვიულობთ, რამდენიმე დღეში ფეხბურთელები კარიერის უმთავრეს მატჩს ითამაშებენ.”

და ბოლოს, ლეონარდო ბონუჩის ინტერვიუს გთავაზობთ : “მატჩისთვის მშვიდად ვემზადებით, ფინალში თამაში დავიმსახურეთ და ახლა ვეცდებით, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ვინ ისაუბრებს მატჩის წინ გასახდელში, ამას მატჩის წინა გახურება გვიჩვენებს.პოზიტიური სეზონი გამოდგა, 11 თვის მანძილზე დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, უმნიშვნელოვანესი მატჩები მოვიგეთ, ახლა ფინალის დროა.”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე მასიმილიანო ალეგრისთან ერთად პრესს-კომფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა : “შანსები ? – თანაბრად შევაფასებდი, ანუ 50/50 – ზე.ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, მოუთმენლად ველი წამს, როდესაც მინდორზე გასვლა მოგვიწევს.არ გვეშინია, რადგან ვცდილობთ, ამ მომენტით დავტკბეთ, ეს ხომ საოცრებაა.ტევესი ? – ბედნიერებაა იმაზე ყურება, თუ როგორ ემზადება კარლოსი ფინალისთვის, ბუნებრივია, არგენტინელი ჩვენი მთავარი კოზირია.პირლო და ხავი მსოფლიო ლეგენდები არიან, სჯობს გაჩუმდე, მათ უყურო და ისწავლო.”

“იუვენტუსის” კარის დარაჯის, ჯიანლუიჯი ბუფონის აზრით, “ბებერ ქალბატონს” კატალონიური “ბარსელონას” დამარცხების მხოლოდ მოკრძალებული შანსი აქვს. “ჩემპიონთა ლიგის” ფინალური დაპირისპირება შაბათს ბერლინში შედგება, სწორედ იქ, სადაც ტურინელთა კაპიტანმა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა…

” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩვენი შანსები, ჩემი აზრით, 35% -ს არ სცდებოდა, ამ შემთხვევაში კი, ვფიქრობ, გამარჯვების შანსი კიდევ უფრო ნაკლებია. ეს კარგად გვესმის და უბრალოდ ვერ უარვყოფთ, რადგან აშკარა ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ მომავალ მეტოქეებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ვაფასებთ იმას, რასაც მიაღწიეს და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მათ რიგებში ირიცხებიან. მაგრამ ასეა თუ ისე, როგორც “რეალთან” მატჩამდე ვთქვი, ჩვენც გვაქვს რაღაც, რითაც მოწინააღმდეგისათვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია და სწორედ ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი თამაშიც.”

“ბერლინში ცხრა წლის შემდეგ ვბრუნდები და მე თვითონაც მაინტერესებს, იქნება თუ არა ემოციები და შთაბეჭდილებები იგივე, რაც ადრე. არა მგონია, ცხრა წლის წინანდელთან შედარებით, ყველაფერი ძალიან განსხვავებული იყოს. ”

“”რეალთან” შეხვედრის შემდეგ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ალბათ ასეთი სიხარული აქამდე ბევრჯერ არ განმეცადა.საოცარი შეგრძნებაა, როცა ფავორიტად არ სახელდები და მაინც ახერხებ შემდეგ ეტაპზე გასვლას. ”

” პირადად ჩემთვის, ეს დიდი მიზანია. დიდი მიზანია, რადგან ჩემი კარიერა ძალიან გრძელი იყო და ამ დროის მანძილზე ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება მომიხდა. ამ გადაწყვეტილებებს ჩემს ემოციებსა და შეხედულებების საფუძველზე ვიღებდი და მინდა გითხრათ, რომ ამ ცხრა თუ ათი წლის შემდეგ – რომლის დიდი ნაწილიც მართლაც ძალიან რთული გამოდგა – მოხვიდე ისევ აქ, მიაღწიო ამას შენს გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად, მართლაც საოცარი შეგრძნებაა. ეს არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ”

წყარო: Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

mamuka tsagareishvili
9 years ago

აღარ ვიცი რა ერთი სულიმაქ ფინალი როდის იქნება :forza: :juvee:

lasha tsasidze
9 years ago

მოტივაცია ჩვენ უფრო დიდი გვაქ რა თქმა უნდა და წინასწარ იმის თქმა აი ეს მოიგებს და ის არ არის მიზანშეწონილი იმიტომ რომ ეს ფინალია,, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული რომ ეს თამაში ფრე არ იქნება…… ვახ სულ რაღაც 5 დღე დარჩა,, მე პირადად თავი სიზმარში მგონია :))))) აი ტასი თუ მოვიგეთ ეს უკვე სიზმრის ცხადად ახდენა იქნება

lasha tsasidze
9 years ago

ესეიგი არსად არ ვიკრიბებით? თუ რა ხდება?

vaxo turqadze
9 years ago

აქ ზოგ-ზოგიერთებმა სხვისი აზრის პატივისცემა არ იციან,ახლა ვნახე მოწერილი და ნაღდად არ მესიამოვნა,გასაგებია რომ აზრი არ მოგწონს,ან მოთამაშე,მაგრამ ეს ზრდილობიანად უნდა გამოხატო და არგუმენტირებულად,ხვდებით ალბათ ვისაც გგულისხმობთ”იგუაინს რომ კაცი ინატრებს” და ეგეთები ცოტა უზრდელურია მგონია,მე ჯერ ერთი არავის არ “ვნატრულობ” და მერე მეორე აქ არასოდეს არავისთვის ცინიკური რეპლიკები არ დამიწერია,შესაბამისად იგივეს ვითხოვ პირიქით,რაც შეეხება იგუაინს,ტევესისთვის საერთოდ არ შემიდარებია,ჩემი აზრით თანაბარი დონის მოთამაშეები არიან,იმედია იმდენს მაინც ხვდებით რომ ლორენტეს და მატრის სჯობს,ანდა სტატისტიკისთვის იმას გეტყვით რომ გონსალოს ტევესზე მეტი გოლი მასზე ნაკლებ ჩატარებულ შეხვედრებში აქვს გატანილი,ასევე საგოლე პასებიც გაკეთებული,თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ერთმანეთს არ ვადარებ,თქვენ მარტო მიმოხილვებს უყურებთ,მე თამაშებს,მავით რონალდოც… Read more »

ელგუჯა ობოლაძე

აქ ხშირად ვარ, თუმცა კომენტარებს იშვიათად ვწერ. ერთ ადგილას წავიკითხე ასეთი რამ და მივხვდი, თუ რატომ ვართ იუვეს გულშემატკივრები ასე ერთგული ჩვენი გუნდის… ერთი სიტყვით თავად წაიკითხეთ:Первый вопрос 14-летнего итальянца, месяц проведшего в искусственной коме, касался футбола. Как сообщает The Telegraph, подросток чудом остался в живых, прыгнув с высокого моста в мелководье. Его сердце перестало биться, а помощь подоспела лишь через 42 минуты – обычно люди после такого не выживают. Месяц юноша провел в коме, а когда его привели в сознание, он первым делом спросил, как дела у “Ювентуса”. Скорее всего, он остался доволен, узнав, что туринцы вслед за чемпионатом… Read more »

delpieronedved
9 years ago

ძალიან თავმდაბლობაც დამღუპველია, ბარსელონაა მეტოქე მართალია მაგრამ სამაგიერდო იუვენტუსია ეს გუნდი და არა რომელიღაცა მეორეხარისხოვანი გუნდი. ერთი თამაშია სათამაშო და ბოლომდე უნდა იბრძოლონ როგრც ატლეტიკომ იბრძოლა რეალთან ღირსეულად.ვალდებულები არიან რომ ყველაფერი ჩადონ ამ თამაშში

lasha naxucrishvili
9 years ago

რეალისგან განსხვავებით ბარსელონა ბევრად უფრო გუნდურ თამაშს თამაშობენ და საერთოდ მგონია რო ბარსა და იუვე ყველაზე შეკრული გუნდებია დღესდღეობით.ერთ ფლანგს რო ამოიჩემებენ და სუ მაქედან რო უტევენ ან ერთიდაიგივე ფეხბურთელზე თამაშის აწყობა ამას ეს ორი გუნდი არ აკეთებს.უნდა ვეცადოთ მოედნის ცენტრის ოდნავ უკნიდან კონტრატაკა და არა ჩვენ საჯარიმოდან თორე მოუწევს ბუფონს ნოიერისნაირი სასწაული ბურთების მოხსნა.არც მათ ფართხალის დროს წინასწარ პატკატებზე არ უნდა ჩაუხტეთ ფეხებში როგორც ამას ვიდალი აკეთებს.ნეიმარს მესის და სუარეს მოსწონთ მეტოქის მოთმინებიდან გამოყვანა ეს ბილბაოსთანაც გამოჩნდა.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x