ლიპი და მისი საინტერესო ფაქტები ბერლინზე..
“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელსა და ჩემს მიერ გაწვრთნილ გუნდს შორის ბევრი საერთოა. თავდაპირველად წარმატებას ჩვენც იტალიაში მივაღწიეთ და უკვე მის შემდგომ იყო ევროპაც. ვინ იცის, იქნებ დღევანდელმა იუვენტუსსმაც მოახერხოს საერთაშორისო ტიტულის მოპოვება. დორტმუნდში, ბიანკონერიმ მექტოქეს ფაქტიურად არაფრის საშუალება არ მისცა თავდაუზოგავი პრესინგის და საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენების დამსახურებით. შემდგომ, ალეგრის გუნდი ერთ ბურთზე მეტს იტანს მადრიდელთა წინააღმდეგ. გაცილებით ცუდი აღმოჩნდა სტუმრად ბერნაბეუზე დაპირისპირება, მაგრამ დამეთანხმებით იქ ყველას უჭირს. სამი სკუდეტოს შემდეგ ალეგრი ამ გუნდისთვის გახდა ბონუსი. მწვრთნელმა არაფრის შეცვლა არ დაიწყო და უკვე არსებულ ბაზაზე განაგრძო მუშაობა მცირე კორექტირებებით. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაქსის მოსვლით განვითარდა და გაიზარდა იუვენტუსი ტაქტიკურად. დღეს, მათ ძალუძთ თანაბრად პროდუქტიული ასპარეზობა ორი განსხვავებული მოდულით”– საუბრობს ჟურნალისტებთან მარჩელო ლიპი.
“იტალიაში ტურინელთა დომინირება საერთოდ არ ბადებს ეჭვებს. აპენინებზე ეს მაჩვენებელი გაცილებით შთამბეჭდავია. მაშინ როცა კონკურენტები მწვრთნელების დანიშვნით არიან დაკავებულნი, მაროტამ ორი ხმაურიანი ტრანსფერი გააკეთა დიბალას და ხედირას სახით. ეს სწორედ ის მოთამაშეები არიან, რომლებიც მომავალ სეზონში დიდ სარგებელს მოუტანენ კლუბს”.
“მე უკვე ვესაუბრე ალეგრის და ჩვენ შეხვედრაზე შევთანხმდით. ეს იქნება თბილი ატმოსფერო, მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში. იმედი მაქვს იგი გამონახავს დროს. ეს ხომ არ არის მსოფლიო ჩემპიონატი. იმ შემთხვევაში თუ კი გუნდი ერთი წლის შემდეგ გადის ფინალში, ეს ნიშნავს რომ ფეხბურთელებმა სეზონის დაწყების შემდეგაც განაგრძეს პროგრესირება. ამიტომაც არ ღირს ალ პაჩინოდ გადაქცევა ფილმიდან “ყოველი კვირა”..
“ფაქტისთვის აღვნიშნავ, რომ 2006 წელს რამდენიმე ჩემი შეგირდი ბერლინის სასტუმრო “კემპინსკში” სიგარეტით ხელში მოძრაობდა. რას იტყვით ამ ყველაფერზე? ერთი ფაქტი კიდევ რაც არავინ იცის.. ფინალის შემდეგ ბერლინში კინო ფესტივალზე დავბრუნდი.. გერმანიაში ჩასვლისას ტაქსი გავაჩერე და სტადიონზე ვთხოვე წასვლა. შევედი არენაზე სადაც 20 წუთის განმავლობაში ვიდექი.. ვუყურებდი თითოეულ კუთხეს და უბრალოდ ვიდექი..”
წყარო: Football Italia
მაესტრო <3
Pogba moparuli jeshtivit atrevs busketss, markizio rakitichs
მეც მაგის იმედი მაქვს, ნახევარდაცვაში უნდა სევჭამოთ, ჩვენი ნახევარდაცვა გაცილებით ძლიერია( ჩემი აზრია)
ბუსკეტსმა იუვე ცუდ ფეხბურთს თამაშOბსო და ბევრო გოლებიც ვერ გააქვსო,თვითონ ზიდანი გონია ალბათ თავი
ვინმემ ბარსა-იუვეს ურთიერთ შეხვედრები დადეთ,მე სულ ასეთი ორი ვიცი და მაშინ იუვემ გააგდო ბარსა