პიკე დარწმუნებულია საკუთარი გუნდის გამარჯვებაში
ჟერარ პიკე დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვეს დამარცხებას და ეგრეთ წოდებული “ტრებლის” გაფორმებას:“არ ვიცი როგორ გადანაწილდა შანსები, მაგრამ ჩვენი გუნდის დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ბარსას დარჩება. იუვენტუსი ძლიერი მეტოქეა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად ჩემს გუნდს მიიჩნევენ ფაქტია, რომ უსაზღვროდ გაგვიჭირდება. თუმცა, ამ სირთულეს მაღლა აწეული თავით უნდა შევხვდეთ.. ზუსტად ისე როგორც მთელი სეზონის მანძილზე ვაკეთებდით. იტალიელები შეტევაში ტევესის იმედად იქნებიან, რომელსაც ჯერ კიდევ იუნაიტედიდან ვიცნობ. აპლოდისმენტებს იმსახურებს მორატას ასპარეზობაც, რომელმაც რეალთან შეხვედრაში შთამბეჭდავი მატჩი გამართა. ნახევარდაცვაში კი ისეთი მოთამაშეებით იწონებენ თავს როგორებიც არიან პოგბა, მარკიზიო და პირლო. დაცვის ხაზზე აღარაფერს ვიტყვი, იტალიელები ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეულნი იყვნენ. ნიშნავს თუ არა ბევრს მორატასთვის ბარსას დამარცხება? ლიგის ფინალში მიღწეული გამარჯვება ნებისმიერ შედეგზე ზემოთ არის. სიმართლე გითხრათ თავად რეალთან მსურდა თამაში. ეს იქნებოდა ჩვენი მორიგი დუელი. იმედი მაქვს მომავალში მომეცემა ამის საშუალება”.
წყარო: Football-Espana
ეს თუ არ ახოხოს ტევესმა მე ვიყო ბარტრა
ეს არ იყო რო იძახდა ბავარიასთან 4 0 ამოქაჩვა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლიაო და მეორე მატჩში ავტოგოლი ათხრევინა ბავარიამ.ეს და ნეიმარი ყველაზე პიჟონი ფეხბურთელებია ბარსელონაში
აუ როგორ არ მევასები შე პიჟონო შენა, მოიცა იტანტალოს მარატამ შენთან და მერე ნახავ შავ დღეს, ოხ როგორ არ მევასება ეს ცენზურა ესაა
არამგონია ტევესის შეჩერება ადვილი საქმე იყოს ამისთვის
შენ ბიჭო შაკირაში შეგიძლია იყო დარწმუნებული და იუვეს დამარცხებაში არა მესის ინიესტას და შენ ყბა მწვრთნელს მაინც მოუსმინე და ბევრს ნუ ბლატაობ თორემ ამოგდებს ალვარო ლაგამს და გაგაჭენებს ბერლინში