ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოცნება დუმილში ‪ (ბლოგი‬)

უნდა ვაღიარო, გამიჭირდა ამ წერილის დაწერა. თან ისე გამიძნელდა, როგორც არასდროს. ვერაფერი მოვისაზრე ისეთი, რაც გამორჩევით მექნებოდა სათქმელი თქვენთვის. არადა, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ – ყალბიც ვერ ვიქნებოდი და იმას ვერ გეტყოდით, რაც არ მიფიქრია და რაც არ განმიცდია. ამ დღეებში კი, ფიქრის თავი ნაღდად არ მქონდა. ფიქრს სიმშვიდე და ემოციისგან თავისუფლება სჭირდება. მე კიდევ, ეს ბოლო პერიოდია ემოციას ვერ ვუმკლავდები. რაც უფრო ახლოვდება ის მომენტი, როცა უნდა გაისმეს ჩაქირის სასტვენის ხმა, შინაგანი დუღილის ტემპერატურაც მატულობს და ნერვებიც თანდათან წვრილდება. ასეთ დროს დუმილი მშველის, მაგრამ ეს დუმილი ჩვეულებრივი არაა. ეს დუმილი ხმაურობს!!!

მჯერა, ჩემს დღეში ხართ უმეტესი თქვენგანი. ამიტომ, ნაფიქრი სათქმელი შემდეგისთვის გადავდოთ, ახლა ემოციის დროა. გული სჯაბნის გონებას და აქედან გამომდინარე, რაც გულიდან მოდის, სწორედ ის ვუთხრათ ერთმანეთს.

12 წელი გასულა ბოლო ფინალიდან. ეს თორმეტწლიანი პერიოდი მთელი ეპოქაა „იუვესთვის“ და მისი ტიფოზერიისთვის. რამდენი რამე დაიტია ამ მუხთალმა ჟამმა. და მაინც, რა იყო ეს თორმეტი წელიწადი თითოეული ჩვენგანისთვის? რა გვასწავლა ამ პერიოდმა? რა შეიცვალა ჩვენში და ჩვენს გარშემო?

იმას არ მოვყვები, რა და როგორ იყო ამ დროის განმავლობაში, ეს ყველამ შესანიშნავად ვიცით. ასე რომ, ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ. პირველი რაც მახსენდება, ესაა ტკივილი. ტკივილი დაცემის, ტკივილი დაცინვის, ტკივილი არაფრად ჩაგდების – ყალბი პატივისცემის და დამცინავად ზემოდან ყურების. მაგრამ ამისთვის მადლობა მათ, რადგან ჩვენ ვისწავლეთ მთავარი – გამარჯვების სიხარულის ჯეროვნად დაფასება. წყლის მაცოცხლებელი მნიშვნელობა ყველამ ვიცით, მაგრამ ყველაზე მეტად იცით ვინ აფასებს ამ ღვთაებრივ სითხეს? ის, ვისაც უდაბნოში მოსწყურებია და მერე ოაზისში მოხვედრილა…

ჩვენ ვისწავლეთ მეტოქის ნამდვილი პატივისცემა! მახსოვს ერთხელ, ძალიან მეგობრული საუბარი მქონდა საბრძოლო სახეობის ერთ-ერთ საკმაოდ წარმატებულ წარმომადგენელთან და სიცილით ისიც შევაპარე, რამე რომ იყოს, ქუჩურ ჩხუბში თუ გამოიყენებ შენს ტექნიკას და ჯანსთქო და ისეთი პასუხი გამცა, ნაღდად გამიკვირდა – არა, რას ამბობ, ღმერთმა დამიფაროს, მაქსიმალურად ვეცდები ავერიდო მსგავს გაუგებრობასო. ვიფიქრე, ალბათ არ სურს გაუთვალისწინებლობით რამე დაზიანება მიიღოს და ამოვარდეს სპორტული ფორმიდანთქო და როცა გავუმხილე ჩემი გონივრული ეჭვი, ისეთი რამე მითხრა პირღია დამტოვა – მე ვიცი რა არის ტკივილი და არ მსურს სხვას მივაყენო ის, რაც მე სიმწრით გამომივლიაო. დიახ, ჩვენ სიმწრით გადავიტანეთ ეს წლები და ვისწავლეთ მეტოქის დაფასება. ჩვენ არ დავცინით წაგებულებს, რადგან შესანიშნავად გვესმის რა არის მარცხი და რა ტკივილი ახლავს მას.

კიდევ რა გვანახა ამ 12 წელმა? გვანახა ვინ ყოფილა ნაღდი და ვინ დროებითი, ვის ჰქონია „შავ-თეთრი“ სისხლი და ვის (მრავალ)ფერადი, ვინ ბოლომდე დადგა და ვინ გვერდზე გადგა… ფაქტიურად, ფილტრის ფუნქცია შეასრულა რა… ამიტომაცაა ასეთი მისაბაძი ჩვენი ერთობა(ფან-კლუბს ვგულისხმობ), რადგან ყველა ნამდვილი და ყველა ერთგულია დარჩენილი. ეს ის ხალხია, ვისთვისაც „დიდი სიყვარულის ისტორია“ მარადიულია და თუნდაც „ლეჩესთან“ უიმედო მარცხით, მსგავს გრძნობას გაფერმკრთალება არ უწერია.

და რატომ ვისაუბრე ამდენი? იმიტომ, რომ ჩვენ – ის ადამიანები, ვინც ამდენი გამოვიარეთ, ვდგავართ ოცნებასთან, რომელიც შეიძლება ოცნებაზე მეტიც იყოს! ვდგავართ და ვიცით, რომ მონდომებით ყველაფერი შეიძლება. ზოგჯერ შეუძლებელიც… თუმცა, სადაც „იუვეა“, იქ სიტყვა „შეუძლებელი“ მეზედმეტება.

დიახ, ჩვენ ვდგავართ ოცნებასთან, მაგრამ არა ქედმაღლობით და ბაქიბუქით, არამედ ოფლით, ჭკუით და იმედით. ოცნებასთან, რომელიც დუმილში ხმაურობს!

მე მჯერა ბერლინის, რომ…!

…რომ, თბილისში შევხვდებით!!

FORZA JUVE!!!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე-ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bebero1998
9 years ago

http://psonebi.youhit.in/ აქაა ბარსას კომენტატორი !!! ქართული ჩვენი გახმოვანებით ლაივში აბა ბარსას ფანებო დამენახეთ!!!

giorgi nefaridz
9 years ago

სერია ბ მართლაც ანახა რა იყო ნაღდი და რა ყალბი გუნდში და მის ფანებში :forza: :forza:

vaxojuve
9 years ago

მადლობა,გაიხარე დათო

mishka berianidze
9 years ago

დღეს ბოლომდე უნდა დაიხარჯონ
ყველაზე მეტად ვიდალის იმედი მაქვს და ჯიჯის შეძახილების.

bacho pipia
9 years ago

:forza: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

vaxojuve
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს საიტზე ))

მშვენიერ საქმეს უძღვები და მითუმეტეს იმ გრძნობით რაც იუვეს ქომაგს აქვს საოცარია! წარმატებებს გისურვებ საქმიანობაში :forza: ფოორცა :love:

vaxojuve
9 years ago

ეს პატარა წერილი გულგრილს არავის დატოვებს ვის გულში იუვეს სიყვარულის ფესვებია გამჯდარი,10 წლის ასაკიდან იუვეს სიყვარული მეც გულში მაქვს,უკვე 24 წელია ვატარებ,დღეს გადავწყვიტე ეს სიყვარული უკვე თქვენთან ერთად გავიზიარო,თქვენ ნამდვილი გულშემატკივრები ხართ,არ გიცნობთ არცერთს,მაგგრამ გაფასებთ და დიდ პატივს გცემთ,ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა,ათეული წლები მითამაშია,დღეს მწვრთნელი ვარ პატარა ვაჟკაცებს ვწვრთნი და ვცდილობ ჩემი თუნდაც სულ მცირე ცოდნა და გამოცდილიბა გავუზიარო,ისე შევაყვარო ეს საოცარი სახეობა როგორც ტურინში უყვართ.დადგა დრო მეგობრებო 12 წლის მერე ჩვენი საყვარელი გუნდი იქ არის სადაც ველოდებოდით ამდენი წლის მერე,იუვე გამარჯვებაა,ბედნიერება და სიყვარული და მე მწამს დღეს ღამით ჩვენ ძილი არ გვიწერია,ჩვენ ერთად დავტკბებით იუვეს ტრიუმფით.ამინ!მიგულეთ თქვენს გვერდით.პატივისცემით ვახო

juveboy-leo
9 years ago

sagol cotac da lamis cremli momeria. . .
namdvilad 11 agvistos dinamo arenaze unda viyo!
tumca ara im shemtxvevashi tu espanuri gundebi chamovlen
forza juve
moimaraget ludi dges didi dgea!!!!!

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

:forza: მშვენიერი სტატიაა და მადლობა ავტორს :up: ემოციონე :love:

Gio Darja
9 years ago

დადგა ის ნანატრი 6 ივნისიც, რომელსაც ასე ველოდით, ნაჭყე მაგარი კაცი ხარ, შესანიშნავი სტატიაა ))

მჯერა, ბოლომდე მჯერა რო დღეს ლიგის თასს ჯიჯი ააფრიალებს, ამ ჩემპიონთა ლიგის მოგება იუვენტუსს სწყურია, მერე რა რო ფავორიტები არ ვართ, უფრო მეტად გვსურდა ფინალის თამაში ვიდრე რეალს, ეს ორივე მატჩში ეტყობოდათ ბიჭებს, ახლაც ზუსტად ისე, მეტი ბრძოლა მეტი ენერგია და მეტი თავდადება გვჭირდება

komlika11
9 years ago

:juvee: დგეს მორატა შეაგდებს

zuriko vacheishvili
9 years ago

:juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x