ტურინში დაბრუნებულ “იუვეს” აეროპორტში 500 ქომაგი დახვდა
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხისა, ტურინის “იუვენტუსი” ნებისმიერ მომენტში ამტკიცებს, რომ ერთი დიდი ოჯახია.ღირსეულად დამარცხებულ ბიანკონერებს აეროპორტში 500 ქომაგი დახვდა, ტიფოზერიამ გუნდი გაამხნევა და მადლობა გადაუხადა შესანიშნავი სეზონისთვის, რომელიც უკვე დასრულდა.ახლა ბებერი ქალბატონი შვებულებაშია, ისვენებს და სამომავლო გეგმებს აწყობს.ეროვნულ ნაკრებებში მიემგზავრებიან ფეხბურთელები, კოპა ამერიკასთვის ემზადებიან კარლოს ტევესი, არტურო ვიდალი და რობერტო პერეირა, რომელმაც იტალია უკვე დატოვეს და საკუთარ გუნდებს შეუერთდნენ.აქვე გეტყვით, რომ ხვალ ჟურნალისტებს “იუვეს” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი შეხვდება და პრესს-კომფერენციას გამართავს.
<3
შორია იქამდე, მაგრამ ვიწყებთ ახალ ოცნებას… დაე აღგვემართოს ჩემპიონთა ლიგის თასი სან სიროზე !!