ტევესმა მისი მომავალი უახლოეს 48 საათში უნდა გადაწყვიტოს
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა, კარლოს ტევესმა საკუთარი მომავალი უახლოეს 48 საათში უნდა გადაწყვიტოს.ბოლო დღეებში არგენტინელის ბიანკონერებიდან აბარგების შესახებ ბევრი იწერება, თუმცა მთავარი ფაქტორი აქ თავად მოთამაშის გადაწყვეტილებაა, დაბრუნდება სამშობლოში თუ კვლავ დარჩება ბებერ ქალბატონში კიდევ ერთი წლით.აღსანიშნავია, რომ აპაჩეს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდიც იჩენს, მადრიდის “ატლეტიკოს” და “პსჟს” სახით, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, “იუვედან” წასვლის შემთხვევაში ტევესი ევროპაში დარჩეს, მისი ერთადერთი მომავალი მშობლიური “ბოკაა”, რომელიც თავისმხრივ, კარლიტოსის გადაწყვეტილების მოლოდინშია.ასე რომ, უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი, ეყოლება თუ არა მასიმილიანო ალეგრის გუნდის ახალი ათიანი, ტევესის წასვლის შემთხვევაში, ჯუზეპე მაროტა მარიო მანძუკიჩის, რობინ ვან პერსის ან ედინსონ კავანის შეძენას შეეცდება.
ოღონდ მანძუკა არა რა და არც ვან პერსი წლოვანების გამო.
პირველად არ უთამაშია…აქვს უკვე მოგებული ლიგა ტევესს
ეგ მანჩესტერის არ ითვლება და თან კაი ხანი გავიდა უკვე
ტევესი თუ წავიდა ამის მაგივრად კავანი იქნება იდეალური.
მანძუკიჩი რატ გვინდა მეორე ლორენტეა თავით თამაშობს მარტო
ე ბიჯო შენ კიდე რა ვერ გადაწყვიტე რას წელავ ბლიად ხო ხედავ როგორ გაფასებს ყველა შენც კარგად ხარ დარჩი ეს ერთი წელიც და წახვალ მერე.რაღას აწერდი 3 წლიან კონტრაკტს ხელს მაშინ?აადუღა ტვინი რა რა საფიქრებელია ამდენი ჩიხურა ხო არაა იუვენტუსია და ცხოვრებაში პირველად ლიგის ფინალი ითამაშე მომავალში იუვემ უნდა მოიგოს იცოდე და მაგრად ინანებ თუ ცახვალ
მანჩესტერთან ერთად აქ უკვე ლიგა მოგებული და მაგ დროს მანიუს ერთერთი ლიდერიც იყო რუნის პოზიცია ფერგიმ სწორედ ტ ევესის გამო შეუცვალა კონკურეციას ვერ უწევდა რუნი ტევეს წინა ხაზზე და ნახევარდაცვას მოარგო სერ ალექსმა