მაროტა : “ჩვენი მიზანი ლიდერების შენარჩუნებაა”
ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ იტალიურ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ანდრეა პირლო გუნდის დატოვებას არ აპირებს, კარლოს ტევესის გადაწყვეტილების შესახებ კი ჯერ-ჯერობით არაფერი გაუგია : “ყველაფერი კარლოსის ხელშია, მის გადაწვეტილებას პატივს ვცემთ.იმედი გვაქვს, საბოლოო პასუხს მალე მოვისმენთ, რაც შეეხება ურთიერთობას, მხარეებს შორის ყველაფერი რიგზეა.რაც შეეხება პირლოს, იგი ტურინიდან წასვლას არ აპირებს, მასთან ხელშეკრულება 2016 წლამდე გვაკავშირებს და გვინდა კიდევ დარჩეს ჩვენთან.სანაკრებო ბატალიების შემდეგ ანდრეს აუცილებლად გავესაუბრებით.პაულო დიბალა და სამი ხედირა უკვე გავიფორმეთ, მინდა “იუვეს” ფანებს მივმართო, დიდ ტრანსფერებს არ ელოდოთ.ჩვენს გუნდში უმაღლესი დონის მოთამაშეები ირიცხებიან, არ დაგავიწყდეთ, ოთხი წელია სკუდეტოს ვიგებთ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშეთ.
მორატა ? – ალვარო 2016 წლამდე ჩვენთან აუცილებლად დარჩება, კონტრაქტში ეს პუნქტი დევს, მადრიდელებს კი გამოსყიდვის უფლება კიდევ ორი წლის განმავლობაში აქვთ.მოდით, ამ თემაზე მომავალი სეზონის ბოლოს ვისაუბროთ.რაც შეეხება პოგბას, ოფიციალურად არავის მოუმართავს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, პოლს დარჩენა სურს.ჩვენი მთავარი მიზანი ლიდერების შენარჩუნებაა.”
“დიახ, დღეს დილით მასიმილიანო ალეგრისთან გვქონდა შეხვედრა, ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ.ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მწვრთნელთან შეთანხმებით დავგეგმოთ სატრანსფერო სვლები და პლიუს ამას, მოვემზადოთ მომავალი სეზონისთვის.მაქსი მსოფლიო დონის მწვრთნელია, მან ყველას დაანახა რომ კარგი, წარმატებული სპეციალისტია.კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა მოხარულნი ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება.”
TUTOSPORTZE ufroswored
Aრ ვიცი ეს იტალიური და ვინმემ თარგმნეთ ბიწებო
თუტოიუვეზე ოსკარზე წერია და მგონი ისკოზეცაა გაკვრით საუბარი
Mილანი ძან დაიქოქა დიდი ალვათობით ჯექსონ მარტინესი იბრაჰიმოვიჩი და კონდოგბია შემდეგ სეზონს სან სიროზე დაიწყებენ და მირანდაზე მიდის კიდე ჩალიცი.. მერდა წყალშია პერისიჩებით უნდათ გაძლიერება
Vიდალს რაც სეეება მგონი ბრუციანი ყიდის წეღან თქვა რო ბენიტესმა იცის არტუროს შესაძლებლობები და რეალიდან ელოდება ზარს თუ რაღაცას ალეგრის სწორედ ვიდალის ადგიასუნდა ოსკარი ვდალი გამთამაშებელზე თამაშობს ჩამშლელ ნახევარმცველს რაც ალეგრის სქემაში ნაკლებად ჯდება სწორედ ამიტომ შვებულებაზე სანამ გავიდოდა ითხოვა ოსკარი ასევე ბერარდის დაბრუნება და თუ ტევესი წავიდა დიდი ალბათობით მანზუკიჩი მოვა და თუ ტევესი პესეჯეში წავიდა კავანის ტრანსფერი შეიძლება შედგეს
Aნდერსონზე ვაფშე არ მიდის ბაზარი ტუტოიუვე და გოალ და რომელიღაც წყარომ თქვა რო ალეგრმა ოსკარი მოითხოვა რადგან მის სქემაში ყველაზე კარგად ბრაზილიელი ჯდება