პირლო : “ახლა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ”
იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანდრეა პირლო ამ მომენტისთვის მხოლოდ სკუადრა აძურაზეა კონცენტრირებული და საკლუბო მომავალზე არ ფიქრობს : “კარგი თამაში ჩავატარეთ, თუმცა ერთ ქულაზე მეტს ვიმსახურებდით.მოხარული ვარ, რომ ასეთ ძლიერ გუნდთან დამაჯერებლად ვიასპარეზეთ.ინტერესი ამერიკული კლუბებიდან ? – მოედანზე იმისთვის გავდივარ, რომ სიამოვნება მივიღო, ნებისმიერ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები, მანამ ვითამაშებ, სანამ შევძლებ, ახლა კონკრეტულად საუბარი არ მსურს.ევრო 2016 ? – დიახ, ვაპირებ საფრანგეთში თამაშს.”
მადლობა გიოს სტატიებისთვის მარა სატრანსფერო გეგმებზე არაფერი ისმის?
ჯერ-ჯერობით არაფერი სიახლე, მხოლოდ ნაინგოლანზეა და იქაც საინტერესო ვერაფერი, სიტუაცია არ შეცვლილა )) აი ლეალიზე დაიდო
ნიანგოლანი დახატავდა იუვეს