ევრა : “პოგბა იუვენტუსში უნდა დარჩეს”
ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველი, პატრის ევრა პოლ პოგბას ბიანკონერებში დარჩენას ურჩევს : “მინდა პოლს საუკეთესო რჩევა მივცე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ხალხს ავიწყდება, რომ პოგბა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.არ გამიკვირდება, რომ რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლა მოინდომოს, მაგრამ თუ დარჩება, შესანიშნავი იქნება.პლიუს ამას, მეეჭვება, იუვენტუსმა მას გუნდიდან წასვლის უფლება მისცეს”. აქვე გეტყვით, რომ პოგბას კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, მისი გამოსასყიდი თანხა კი მინიმუმ 100 მილიონი ევროა.
შენ შემოგევლე პატრის