ხედირა : “იუვენტუსი ფანტასტიური კლუბია”
ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, სამი ხედირა ჟურნალისტებთან ინტერვიუში საუბრობს, თუ რატომ აირჩია ბებერი ქალბატონი : “გული მწყდება, როცა ხალხი საუბრობს თითქოს რეალი ფულის გამო დავტოვე.ჩემს გადაწყვეტილებას ხელფასთან არანაირი კავშირი არ აქვს, აგენტს ვუთხარი, რომ ცვლილება მსურდა, ესპანეთში ხუთი შესანიშნავი სეზონი გავატარე, თუმცა ცოტა სათამაშო დროით დავიღალე.მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დასვენება მსურდა, ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო.იუვე ფანტასტიური კლუბია, დიდი ტრადიციებით, ნათელი მომავლით.ბებერი ქალბატონი ევროპაში საკუთარ სიტყვას იტყვის და მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვიქნები.”
ჩემი აზრით სასტავს მეორე წრიდან იდგება აგერ ნახეთ თქვენ დარწმუნებული ვარ რატომღაც… არ ვარ ამ გერმანელის ფანი მაგრამ ძალიან კარგი სეზონი ქონდა სანამ ტრამვას აიკიდებდა
ჯიგარი ხარ ხედირა! კაია რომ ასე ფიქრობს. ისე მე პირადად მიმაჩნია, რომ თუ ლიგის მოგება გვინდა, მაშინ ერთი ძლიერი კრეატიული ფეხბურთელი დაგვჭირდება ცენტრში. ოსკარი კარგი ვარიანტი იქნებოდა ჩემი აზრით. მოკლედ ბურთის დამჭერი, თამაშის დამლაგებელი და ბურთთან “შენობით მყოფი” ერთი ძლიერი, შემტევი ნახევარმცველი გვჭირდება. ისე კი ვფიქრობ, რომ დიბალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღნიშნულ პოზიციაზე, მაგრამ თუკი იუვეს ეყოლება რასაც ქვია ნომინალური, ძლიერი ფლეიმეიკერი – ეს იქნებოდა ძაან მაგარი
ისკო ისკო გენიალური შენაძენი იქნებოდა თან ბენიტესმა ჩემ სქემაში ვერ ჯდებაო მარა ბებერი მელა გალიანი დასდევს და ბრუციანი არაფერს შვება ჯერჯერობით
არ იქნება მასე ტრავმას სანამ მიღებდა სასტარტოში იყო ტრავმის მერე ამოვარდა იუვეში სასტარტოში იქნება ხშირად ნუ სუ ვერ იქნება იმხელა ნახევარდაცვა გვაქ
ბოლო წინადადებაში მაიც დამეთანხმე ხო ნუ რაღაც პროცწნტით მაინც
ხო ნუ თავისთავად ბევრი კარგი ნახევარმცველი გვყავს და როტაცია ხშირი იქნება მაგრამ აი მნიშვნელოვან მატჩებს მილანი ინტერი რომა ვფიქრობ რო სამი ძირითადში იქნება იმ დონის ჩამშლელია
ვაი ხედო ხედო რეალის სკამის ხეხვით დაიღალე ხო აქ არც იცი რა გელის სკამი მამას დაგიძახებს