ანიელი: ” წარმატებები, “რომა”! “
დღეს “რომას” მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე დედაქალაქური კლუბის წარმომადგენლებმა ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრეს. ახალი არენის ღირებულება, რომელზეც “მგლები” უკვე 2017/2018 წლების სეზონის ჩატარებას გეგმავენ, 1.1 მილიარდი ევროა. რომაელთა ახალი პროექტი მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა უკვე მონათლეს “ახალ კოლიზეუმად” . ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა “იუვენტუსის” პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმაც: “ ჯიმ პალოტა, [“რომას” პრეზიდენტი] მთელი გულით გისურვებ წარმატებას. შენი პროექტი უაღრესად ამბიციურია და ის არა მხოლოდ “რომას”, არამედ მთელ იტალიურ ფეხბურთს გაამდიდრებს. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა “იუვენტუსი” ამ სტადიონზე გაიმარჯვებს. ”
წყარო: football italia
ანდრეა
Oსკარიტო იუვეში ოსკარსაც მოიგებს რამდენიმე წელში
Xალხო მოუმ ოსკარი 30 მილიონი გირსო მგონი
თუ მართლა მაგდენად გამოუშვებენ არც უნდა დაფიქრდნენ ეგრევე უნდა გამოაქანონ იუვეში… ეს მოიყვანონ და სულ რომ მეტი ტრანსფერი აღარ გაკეთდეს მაინც წარმატებულად ჩავთვლი ამ ფანჯარას