ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერარდის აგენტი : “იუვენტუსი ან სასოულო”

დომენიკო ბერარდის აგენტი, სიმონე სეგედონი სპორტიტალიასთან ინტერვიუში მისი კლიენტის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს : “ვნახოთ, რა გადაწყდება უახლოეს დღეებში.სასიამოვნოა, რომ მასიმილიანო ალეგრი დომენიკოს მიმართ ასეთ ინტერესს იჩენს.გვინდა ბერარდი ისეთ გუნდში მოხვდეს, რომელშიც პროგრესს განიცდის და მისი კარიერისთვის უკეთესი იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.გასაგებია, რომ იუვენტუსი მისით დაინტერესებულია, თუმცა სასოულოსთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ეუსებიო დი ფრანჩესკომ ძალიან ბევრი რამ ასწავლა.ვფიქრობ, მხარეები ერთმანეთს მიმდინარე კვირაში შეხვდებიან და საბოლოოდ გაირკვევა ბერარდის მომავალი.თავად ნეროვერდის პრეზიდენტმა, ჯორჯო სკუინზიმ განაცხადა რომ დომენიკოს გაშვება არ სურთ, ამით ისინი ბევრს დაკარგავენ, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს ასე ენდობიან, ყოველთვის სასიამოვნოა.იუვეს სასოულოსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და არა მგონია საქმე ბრმა აუქციონამდე მივიდეს, რომელიც 25 ივნისს გაიმართება.არენდა ? – არა მგონია, სხვა რომელიმე კლუბი ჩაერთოს საქმეში, ბერარდი ან დარჩება იქ, სადაც ახლაა ან ითამაშებს ბებერ ქალბატონში, საუკეთესო გამოსავალი სწორედ ესაა.”

“ტევესი და დიბალა ? – შესანიშნავი პარტნიორები იქნებიან, დომენიკო მოხარული იქნება თუ მათთან ერთად მოუწევს თამაში.შეძლებს თუ არა ტრეკვარტისტად თამაშს ? – ბერარდი ვინგერია, მისთვის იდეალური ტაქტიკა 4-3-3, ფლანგზე საუკეთესოდ ავლენს მის ნიჭსა და შესაძლებლობებს.იმედი მაქვს, ჩემი კლიენტი ნებისმიერ პოზიციაზე შეძლებს თამაშს იქ, სადაც გუნდს დასჭირდება, მალე მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ.”

წყარო : Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

დროა ბერარდიმ იუვეში მოსინჯოს ძალები.

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

პასტორეს ვარიანტი უფრო კარგია.. ისე ბერარდის ტრეკუარტისტობას მომენტ ტყუილად ტენიან :) მასტი მართლა ფლანგის იგროკია )) ძალიან ძალიან მინდა რომ მოიყვანონ :love:

რაც შეეხება ტრეკუარტისტას.. ოსკარზე რატომ გიჟდება ხალხი არ მესმის.. ძალიან მეეჭვება მისმა ფიზიკურმა კონდიციებმა იტალიაში რაიმე ხეირი მოგვიტანოს .. რაღაცნაირი სუსტი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს. შეჭამენ იტალიაში მაგას

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  Dutch

ბურთის დაჭერა იცის ძალიან კარგად 1 მოძრაობით შეუძლია მცველი ჩამოიტოვოს მაგარ არ გაუჭირდება სერია Aს ალღო აუღოს :forza: პასტორეც არ არი ცუდი მარა ოსკარი არი ძალიან მისასალმებელი ტრანსფერი ბერარდის რაც შეეხება გეთანხმები ეს კაცი ფლანგისაა აი ეხლა მონაკოელ მატრიალს აკვირდებიან ეგეც სასწაული ბიჭია უბრალოდ უდიდესი ტალანტია და თავისუფლად შეუძლია მეორე პოგბად იქცეს იუვესთვის თან პასიც ძალიან მაგარი აქ სისწრაფე ტეხნიკა გოლის ალღო სულ რაღაც 19 წლი არი უდიდესი მომავალი აქ :forza:

dito chanturia
9 years ago

ახალ ანრიდ არ იქცეს ჩვენთან

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  dito chanturia

ანრი? ანრის იუვეში ნახევარმცველად ათამაშებდნენ და ვენგერმა უპოვა თავის პოზიცია ეგ ეხლა ანრის ბრალი ნაკლებად იყო :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  dito chanturia

ანრის სად ათამაშებდნენ იუვეში იცი ?

lasha naxucrishvili
9 years ago

ტევესი სიტიში ამოალპეს მაგის სტაბილურ არასტაბილურობაზე ვერც ვერაფერს ვიტყოდი რადგან არ ათამაშებდნენ.ოსკარი ძაან მაგარია პასტაიანად სასტავში დააყენონ და მწყობრში იქნება ესეც ჩემი აზრი :))))) ტევესი იუვეში ხელახლა დაიბადა გაუმჯობესებული ვერსიაა ოღონდ.

ალეკო კოკაია

ოსკარი მაგარია მაგრამ არასტაბილურია ტევესივით,ამ ფორმაციის იუვესთვის ისკო სედ გამოჭრილია,თან მაგარ ხოდზეა და სულ ფორმაშია,თუმცა ოსკარი შესაძლოა გაცილებით მაგრა ათამაშდეს იუვეში.

ალეკო კოკაია

ბერარდის რაც შეეხება ფლანგზე ერთერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა,ასე რომ მისი არ მოყვანა დიდი შეცდომა იქნება.წარმატებები დომენიკოს :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მართალია ეს ფლანგზე უნდა იყოს ფორვარდების უკან გამოცდილი კლასნი იგროკი გვინდა ოსკარს უშვებენო და ახალგაზრდა დიდი გამოცდილებით და კლასით 30 მილიონად უკეთესი არ მეგულება :chuvak: :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x