“ბოლონიას” ლუკა მარონეს შეძენა სურს
“ბოლონია” ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.ანჯელო ოგბონასადმი მათი ინტერესის შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე შეიტყობდით, სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, რუსობლუს ინტერესთა სფეროში ახლა ლუკა მარონეც მოექცა.25 წლის ნახევარმცველს მოკრძალებული კლუბი იანვარშიც აკვირდებოდა, თუმცა თავად მოთამაშემ სერია ბ – ში კარიერის გაგრძელება არ ისურვა, ახლა “ბოლონია” უმაღლესი ჩემპიონატის ბინადარია და გასაკვირი არ იქნება, თუ ახალ სეზონს მარონე სწორედ ლურჯ-წითელი მაისურით დაიწყებს.შეგახსენებთ, რომ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ბიანკონერებში 2009 წლიდან ირიცხება, ამ პერიოდის მანძილზე იგი ჯერ “სიენაში” ასპარეზობდა არენდით, შემდეგ “სასოულოში”, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარონე ახლოს იყო ესპანურ “კორდობაში” გადაბარგებასთან, თუმცა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში დაბრუნდა.
მარონე დიდი იუვენტინოა და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს პოლების ბერტოლაჩოების და სოერიანოების წონა კლასი აქ მარტო და მაგას მალე დაგვანახევს ყველას
წაიიღეეთ ესეც და ოგბონაც
შუ მშვიდობით გაცვითეთ კაკრაზ მაგ კალიბრის მოთამაშეა