ლორენტემ დრო ითხოვა მოსაფიქრებლად
ლორენტეს მომავალი მის ხელშია. ფაქტია, რომ ბასკი თავდამსხმელი აღარ შედის მასიმილიანო ალეგრის ხელში და კლუბი რაც შეიძლება სარფიანად ეცდება მის გასხვისებას. ჰორიზონტზე რეალური მსურველიც კი არის მონაკოს სახით, რომელიც 15 მილიონ ევროს და ფეხბურთელისთვის ყოველწლიურად 4.5 მილიონს ჩამოდის. თუმცა, ნანდოს სამშობლოში დაბრუნება უფრო ხიბლავს და ესპანურ ვარიანტებს ელოდება.. ფორვარდმა რამდენიმე დღიანი პაუზა აიღო რათა საბოლოოდ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გუნდის ვინაობა. ბუნებრივია მაროტასთვის წარმატებული სვლა ლორენტეს მონაკოში წასვლა იქნება, რადგან თავის დროზე ესპანელი ყოველგვარი თანხის სანაცვლოდ დაიმატა, ეხლა კი არსებობს შანსი 15 მილიონით შევასოს ბიუჯეტი.
წყარო: tuttosport
ე ბიჯო გაყიდეთ დროზე 15 მილიონი კაი ფულია თან ეგეთ გუნდებში უფრო ითამშებს ვიდრე ალეგრის იუვეში
იტალია შეიძლება ოლიმპიადის საგზურის გარეშე დარჩეს … რატომ არ ჰყავთ სანსონე და ვერატი ..? სულელები არიან
23 წლის კაცს რა უნდა 21 წლამდელებში?