ჩილემ მეოთხედფინალში თამაში გაინაღდა
ჩილეს ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის მეოთხედფინალში იასპარეზებს.ტურნირის მასპინძლებმა A ჯგუფის ბოლო მატჩში ბოლივია დამაჯერებლად დაამარცხეს და ლიდერობა 7 ქულით გაინაღდეს.ხორხე სამპაოლის გუნდში ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს არტურო ვიდალმა და მაურისიო ისლამ, ცენტრალურმა ნახევარმცველმა მინდორზე მხოლოდ ერთი ტაიმი დაჰყო, მარჯვენა მცველს კი მთელი სათამაშო დრო დაეთმო.გოლი არცერთ მათგანს არ გაუტანია, შეხვედრა ჩილელთა სასარგებლოდ 5-0 დასრულდა.შემდეგ შეხვედრას მასპინძლები 25 ივნისს გამართავენ, მათი მოწინააღმდეგე ჯერ არ გარკვეულა.
მაგარს უბერავს ჩილეში ეს ყველა თამაში ვნახე.ეხ მაქს მაქს დააბრუნე ძველ პოზიციაზე ეს კაცი რა !
მესი მოიგებს კოპას თორე არტუროს ეკუთნის
სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს მოკვეთავდნენ ნაკრებიდან, მაგრამ ვიდალი იმხელა ძალაა აშკარად დაენანათ ჩილელებს
არგენტინამ თუ ვერ გაქაჩა მაგარი იქნება ვიდალი თუ მოიგებს კოპას