სატრანსფერო ციებ-ცხელება
გაძეტა დელო სპორტი ტურინის “იუვენტუსის” გარშემო შექმნილ სატრანსფერო ვითარებაზე დღევანდელ გამოცემაში საუბრობს.იტალიური გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თამახმად, ბიანკონერების ნომერ პირველი სამიზნე მანჩესტერ “სიტის” ფორვარდი, სტეფან იოვეტიჩია.ჯუზეპე მაროტას სჯერა, რომ მონტენეგროელ ფეხბურთელს არენდის წესით აიყვანს გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ქალაქელებსა და ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას შორის პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს.მოლაპარაკებები მომავალ კვირას იგეგმება და სწორედ იმ დროისთვის უნდა გაირკვეს 25 წლის მოთამაშის მომავალი.იოვეტიჩის ალტერნატივად ბრაზილიელი ოსკარი სახელდება, რომლის ფასი 40 მილიონ ევროს უტოლდება, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც იტალიელები მისი შეძენისგან თავს იკავებენ.23 წლის ტრეკვარტისტას დასამატებლად სახსრების მოძიებაა საჭირო და ეს თანხა სავარაუდოდ ფერნანდო ლიორენტესა და ანჯელო ოგბონას გასხვისებით უნდა მიიღოს კლუბმა.ესპანელ ფორვარდს ტურინში დარჩენა კი სურს, მაგრამ მარიო მანძუკიჩის ტრანსფერის შემდეგ მისი შავ-თეთრი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, იგივეა ოგბონას მდგომარეობაც, დანიელე რუგანი 27 წლის უკანახაზელის სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს.
ჭOრია ეგ ჰოლანდიელი და ფეხბურთი ჯი წერს ინგლისში მაგაზე სიტყაც არ ყოფილა გოალ ქომზე რო არ დაიწერება წარმოიდგინე რა დონის ჭორია