ბონუჩი უახლოეს დღეებში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მადრიდის “რეალის” ინტერესს ლეონარდო ბონუჩისადმი ტურინის “იუვენტუსი” საკადრის პასუხს სცემს.ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუთშაბათს ფეხბურთელის აგენტი, ალესანდრო ლუჩი ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებს შეხვდება და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდება, მხარეებს იდეალური ურთიერთობა აქვთ და რაც მთავარია, თავად ცენტრალურ მცველს სურს შავ-თეთრი მაისურით ასპარეზობა.28 წლის უკანახაზელის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2017 წლამდე აქვს, მისი გახანგრძლივება კი კიდევ ორი წლითაა დაგეგმილი.
რეალს თუ უჭირს დაცვაში პადოინს ვათხოვებთ,ისიც ერთი წლით მაქსიმუმ! მასტერკლასს ჩაუტარებს ბიჭებს