ოფიციალურად : “იუვენტუსმა” პერეირა გამოისყიდა
ტურინის “იუვენტუსმა” ისარგებლა გამოსყიდვის უფლებით და რობერტო პერეირას უფლებათა პაკეტი სრულად შეიძინა.არგენტინელი ფეხბურთელი ბიანკონერებს 14 მილიონი ევრო დაუჯდათ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იქნება გადახდილი, პლიუს 1,5 მილიონი ევრო ბონუსების სახით, იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე გარკვეულ სპორტულ წარმატებებს მიაღწევს.24 წლის შემტევი ნახევარმცველი ბებერ ქალბატონთან 2019 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პერეირამ შავ-თეთრი მაისურით 52 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლის გატანა და ოთხი ასისტის გაკეთება მოახერხა.
ალეგრის საღოლ საჭირო ფეხბურთელია რა თქმა უნდა !
რა შემთხვევაში? ოქროს ბურთს რომ აიღებს?)))სხვა თითქმის არაფერი დაუტოვებია რობერტო მასიმილიანოს))) კარგია რომ გამოისყიდეს,წარმატებები
კაია, ყოჩაღ მაროტა!!! ნამდვილად გამოსადეგი ფეხბურთელია და შეუძლია კიდევ პროგრესი…