Daily Mirror: “სიტი” პოგბაში 100 მილიონს ჩამოდის
ინგლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა, რეალური გავლენა იქონიოს “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკაზე. დეილი მირორის მტკიცებით, “მანჩესტერ სიტიმ” ტურინულ მხარესთან პოგბას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართვაზე მზაობა გამოთქვა და ფრანგის სანაცვლოდ 71 მილიონ ფუნტს იხდის, რაც 100 მილიონი ევროს ტოლფასია. უკვე დიდი ხანია “ბებერი ქალბატონის” მესვეურები ნახევარმცველის სატრანსფერო ღრებულებად სწორედ ამ თანხას ასახელებენ. სატრანსფერო ფანჯარა ოთხშაბათს იხსნება, ოთხშაბათსვე ელოდებიან ტურინში “ბარსელონას” ხელმძღვანელობას. ამდენად, არჩევანის წინაშე პოგბასთან ერთად, “იუვენტუსიც” დგას. დეილი მირორის მტკიცებით, მანჩესტერელები პოლს წელიწადში 13 მილიონ ევროს ჰპირდებიან.
წყარო: tuttojuve
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდონ,მითუმეტეს კარლიტო და ანდრეა წავიდნენ,ესეც თუ წავიდა მინიმუმ ვერატი ისკო დაიდოს.
თუ გაყიდიან ამ ფასად ისკო კავანი დაითრიონ და ეგაა მშვენიერი იქნება
პოგბას გაყიდა გუნდისთვის კარგად არ დამთავრდება, მითუმეტეს, რომ ტევესი და პირლო უკვე წავიდნენ. ერთადერთ შემთხვევაში ექნება პოგბას გაყიდვას გამართლება: თუ ისკოს და ვერატის იყიდიან
170 ლიმონი სხვა თანხად არ დათმო ბრუცოოო
ისე კი მირჩევნია სიტიმ იყიდოს ქინქლაძის გამო პატივს ვცემ მაგ გუნდს და ცოტა ტრაგიკული ისტორიაც აქ სიტის ომები რო იყო ძალიან დიდი გავლენა იქონია სიტიზე თავის დროს ასე რო იუვედან ოდესმე თუ წავა გამიხარდება თუ სიტიში დაწერს მის ახალ ისტორიას
წელს თუ გაყიდეს რაც არ მგონია აუცილებლად უნდა იყიდონ ვერატი და ისკო(ოსკარი) და დარმიანი,რათქმაუნდა ჩემი აზრით მარა შეთამაშების პრობლემა ექნებათ წელს თუარა პირველ ნახევარში მაინც და შემდეგ წელს კიდე 2-3 ტოპ ფეხბურთელი და ლიგაზე ფავორიტობა გარანტირებულია